მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "დინამო არენას" რეკონსტრუქციის კონცეფცია არქიტექტურულმა სტუდია "დინასტიამ" შეიმუშავა|ფოტოები
"დინამო არენას" რეკონსტრუქციის კონცეფცია არქიტექტურულმა სტუდია "დინასტიამ" შეიმუშავა|ფოტოები

"დინამო არენას" რეკონსტრუქციის კონცეფცია არქიტექტურულმა სტუდია "დინასტიამ" შეიმუშავა|ფოტოები

BM.GE6 მაისი, 2026, 14:35|bm.ge

არქიტექტურულმა სტუდია "დინასტიამ" "დინამო არენას" რეკონსტრუქციის ახალი კონცეფცია შეიმუშავა. ინფორმაციასაც აღნიშნული კომპანია ავრცელებს.

"დინასტია" წერს, რომ "დინამოს" პრეზიდენტ, რომან ფიფიას ინიციატივით გაიმართა შეხვედრა სტადიონის ავტორებთან - ქურდიანებთან, რომლებსაც ეკუთვნით არქიტექტურული კომპანია.

"„დინამო არენას" ისტორია ეს პირველ რიგში სტადიონის აშენების დღიდან მისი მუდმივი რეკონსტრუქციის და არქიტექტურული ტრანსფორმაციის 90-წლიანი ისტორიაა და ამ ყველაფერს, დაწყებული 1936 წლიდან დღემდე ახორციელებს ქურდიანების არქიტექტურული დინასტიის ოთხი თაობა. „დინამო არენას" საავტორო უფლების მფლობელების მიერ გაკეთდა სტადიონის რეკონსტრუქციის ახალი კონცეფცია - თანამედროვე მოთხოვნების პრიზმაში, რაც მოიცავს წარდგენილი ამოცანების გადაწყვეტას", - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც არქიტექტურული კომპანიის კონცეფციაში წერია, მნიშვნელოვანი პრობლემა არის სტადიონის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უკიდურესად მცირე ფართობი. სტადიონის რეკონსტრუქციის მიზნებია:

I. მაყურებელთა რაოდენობის გაზრდა (70 000+ -მდე);

II. საპარკინგე ადგილის შექმნა (UEFA მოთხოვნების შესაბამისად);

III. საზოგადოებრივი სივრცის შექმნა და მისი ინტეგრაცია ქალაქის ურბანულ სივრცეში;

IV. კომერციალიზაცია - ანუ ობიექტის ტერიტორიაზე კომერციული ფართის მოწყობა.

კონცეფციაში აღნიშნულია, რომ მაყურებელთა რაოდენობის გაზრდისთვის და მათი კომფორტის გაუმჯობესებისთვის კეთდება შემდეგი:

სარბენი ბილიკების გაუქმება და არენის გადაქცევა სუფთა საფეხბურთო სტადიონად. პირველი იარუსის სრული სახეცვლილება ახალი იარუსის დაპროექტება, სადაც შესაბამისი გათვლების საფუძველზე ნარჩუნდება სტადიონის უნიკალური ხედვის მრუდე - რათა არ დაირღვეს ტრიბუნის ნებისმიერი წერტილიდან არსებული კომფორტული ხედვა.

კონცერტის ან სხვა ტიპის ღონისძიების ჩასატარებლად არსებული ერთი შესასვლელი არაა საკმარისი, ხოლო ახლად დაპროექტებული პირველი იარუსის ტრიბუნა იძლევა შესაძლებლობას მოეწყოს - დამატებითი შესასვლელები/ მინდორზე. არსებული მეორე იარუსი, საევაკუაციო აივანი და გადახურვის კონსტრუქციული ნაწილი - რჩება ხელუხლებლად.

ხორციელდება თვითონ გადახურვის რეკონსტრუქცია - იმის გათვალისწინებით, რომ ყველა დასაჯდომი ადგილი (ორივე იარუსის 100%) - იყოს გადახურვის ქვეშ. ახალი პირველი იარუსის ტრიბუნის ქვეშ, მოეწყობა - როგორც საფეხბურთო ან სხვა ღონისძიებისთვის, ასევე ადმინისტრაციული და სხვადასხვა სპორტული დანიშნულებისთვის, საჭირო სივრცეები.

ტერიტორიის გარშემო არსებული ღობეების სრული დემონტაჟი და ტერიტორიის გახსნა საფეხმავლო გამჭოლი მოძრაობისთვის.

პარკინგის მოწყობა (საორიენტაციოდ 800 ავტო მანქანაზე), „-1 დონეზე“ მთელი ტერიტორიის ქვეშ (შეძლებისდაგვარად - მიწისქვეშა კომუნიკაციების გათვალისწინებით). მიწის დონეზე, პარკინგის თავზე, კომერციული ფართის მოწყობა - აივნის დონემდე. ტერიტორიის რელიეფურობიდან გამომდინარე, 1-2 სართულზე.

ზოგან შესაძლებელია ანტრესოლის ტიპის სართულის შექმნაც. აივნის ქვეშ არსებული კომერციული ფართების ნაწილობრივი შენარჩუნებით.

კომერციული ფართის სახურავი იქცეს საზოგადოებრივი სივრცის ნაწილი (პარკი, მწვანე ზონა) - ხალხთა მასების თავშეყრის და სტადიონზე შესვლა-გამოსვლის გზა, რომლითაც მოხდება მატჩის დროს მაყურებელთა მოხვედრა საევაკუაციო აივანზე, საიდანაც ხალხთა მასების ნაკადი გადანაწილდება I და II იარუსებზე. ასეთი სახის მოძრაობის გრაფიკი უზრუნველყოფს მაყურებელთა მასების და კომერციული ფართების ერთმანეთისგან გამიჯვნას.

კონცეფციაში ასევე მიმოხილულია დინამოს სტადიონის ისტორია, რომელიც 1936 წელს აშენდა და ტევადობა 25 000 მაყურებელზე იყო გათვლილი. 2006 წელს კი საჭირო გახდა UEFA-ს ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა და 30-წლიანი პაუზის შემდეგ, მოხდა სტადიონის რეკონსტრუქცია. ევროპის სუპერთასის ფინალის ჩატარებასთან დაკავშირებით, 2014-2015 წლებში, განხორციელდა კიდევ ერთი რეკონსტრუქცია.""დინამო არენა“-ს ისტორია ეს პირველ რიგში სტადიონის აშენების დღიდან მისი მუდმივი რეკონსტრუქციის და არქიტექტურული ტრანსფორმაციის 90 წლიანი ისტორიაა და ამ ყველაფერს, დაწყებული 1936 წლიდან დღემდე ახორციელებს ქურდიანების არქიტექტურული დინასტიის ოთხი თაობა. „დინამო არენა“-ს საავტორო უფლების მფლობელების მიერ გაკეთდა სტადიონის რეკონსტრუქციის ახალი კონცეფცია - თანამედროვე მოთხოვნების პრიზმაში, რაც მოიცავს წარდგენილი ამოცანების გადაწყვეტას"", - წერია ქურდიანების სტუდიის კონცეფციაში.

აღსანიშნავია, რომ დინამოს სტადიონის რეაბილიტაციის აუცილებლობის შესახებ ირაკლი კობახიძემ დაახლოებით ორი წლის წინ განაცხადა. მაშინ კობახიძემ თქვა, რომ "დინამოს" სტადიონი ამორტიზებულია და საჭირო იყო "ამ მიმართულებით ახალი ინფრასტრუქტურის განვითარება". გასულ წელს კი ცნობილი გახდა, რომ თბილისის "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიას მოწვევით საქართველოს დედაქალაქს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გერმანული არქიტექტორული კომპანიის HPP Architects-ის თანამფლობელი ანტონიო ვუტაჯო და კომპანიის სხვა წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, "დინამო არენა" დაათვალიერეს და ადგილზე შეისწავლეს ყველა ის შესაძლებლობა, თუ რა მიმართულებით შეიძლებოდა სტადიონის განვითარება. მათთან შეხვედრას მაშინ ესწრებოდნენ არჩილ და გიორგი ქურდიანებიც.

ცნობისთვის, დინამო არენას" რეაბილიტაცია სამშენებლო კომპანია "დაგიმ" 2015 წელს განახორციელა. სტადიონზე სრულად შეიცვალა ტურნიკეტების, ტაბლოს, განათების, გახმოვანების სისტემები, პლასტმასის სკამები და ჩატარდა სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები.უეფას სუპერთასის ფინალისთვის რეაბილიტირებული არენას რემონტი 8 წლის წინ 14 მლნ ლარი დაჯდა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საერთაშორისო კომპანიის სტატუსი ერთ კომპანიას მიენიჭა, ერთს - გაუუქმდა | განკარგულებები

საერთაშორისო კომპანიის სტატუსი ერთ კომპანიას მიენიჭა, ერთს - გაუუქმდა | განკარგულებები

BM.GE

ნავთობის ფასი 100 დოლარს ჩამოსცდა

ნავთობის ფასი 100 დოლარს ჩამოსცდა

BM.GE

ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესი უკვე საკმაოდ აქტიურ ფაზაშია შესული - მარიამ ქვრივიშვილი

ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესი უკვე საკმაოდ აქტიურ ფაზაშია შესული - მარიამ ქვრივიშვილი

BM.GE

ვიმედოვნებთ, მთავრობა დახმარებას გაგვიწევს და ჩვეულ რეჟიმში შევძლებთ ოპერირების გაგრძელებას - Georgian Airways

ვიმედოვნებთ, მთავრობა დახმარებას გაგვიწევს და ჩვეულ რეჟიმში შევძლებთ ოპერირების გაგრძელებას - Georgian Airways

BM.GE