მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დონალდ ტრამპმა ევროკავშირიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე ტარიფი 25%-მდე გაზარდა
დონალდ ტრამპმა ევროკავშირიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე ტარიფი 25%-მდე გაზარდა

დონალდ ტრამპმა ევროკავშირიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე ტარიფი 25%-მდე გაზარდა

BM.GE5 მაისი, 2026, 01:44|bm.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა ევროკავშირიდან იმპორტირებულ ავტომობილებსა და სატვირთოებზე საბაჟო ტარიფი 25%-მდე გაზარდა. დონალდ ტრამპმა აღნიშნული გადაწყვეტილება სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოაქვეყნა. პოსტში მან ბრიუსელი სავაჭრო შეთანხმების პირობების დარღვევაში დაადანაშაულა, თუმცა დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა. როგორც ირკვევა, ახალი რეგულაცია ძალაში მომავალი კვირიდან შევა.

განცხადებაში თეთრი სახლის ლიდერმა ევროპელ ავტოკომპანიებს წარმოების ამერიკის შეერთებულ შტატებში გადატანისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. მისი თქმით, იმ კომპანიებს, რომლებიც პროდუქციას "აშშ-ის ქარხნებში გამოუშვებენ", ტარიფების გადახდა არ მოუწევთ. ტრამპმა აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით ავტოინდუსტრიაში მილიარდობით დოლარის ინვესტიცია უკვე ჩაიდო. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ სექტორში ინვესტიციების მოცულობამ ისტორიულ რეკორდს მიაღწია.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ევროკომისიამ ვაშინგტონის ნაბიჯს საჯაროდ უკვე უპასუხა და განაცხადა, რომ მზადაა, მიიღოს საპასუხო ზომები. ბრიუსელში აცხადებენ, რომ ევროპული მხარე არსებული შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს სრულად ასრულებს. ტრამპის განცხადებიდან მალევე ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ბერნდ ლანგემ მედიასთან ისაუბრა და აშშ არასაიმედო პარტნიორად მოიხსენია. ტრამპი გააკრიტიკეს გერმანელმა პოლიტიკოსებმაც, რომელთა თქმითაც, ვაშინგტონის მხრიდან მსგავსი თვითნებური ქმედებები მიუღებელია. რაც შეეხება კონკრეტულ საპასუხო ზომას, ამ მხრივ გადაწყვეტილებას ბრიუსელი მოგვიანებით დააანონსებს.

შეგახსენებთ, ორმხრივი ურთიერთობების კიდევ ერთხელ დაძაბვა პრეზიდენტ ტრამპის მიერ გრენლანდიის ანექსირების სურვილის ხელახლა გამოთქმას მოჰყვა. ამ პროცესების ფონზე ევროპარლამენტმა სავაჭრო შეთანხმების დამტკიცება დროებით შეაჩერა. პარალელურად, მხარეებს შორის დავა ფოლადსა და ალუმინზე დაწესებული გადასახადების გამოც გრძელდება. არსებული ინფორმაციით, საფრანგეთმა და გერმანიამ აშშ-ის გეგმა, რომელიც ტარიფების კორექტირებას ითვალისწინებდა, უკვე უარყვეს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-სა და ევროკავშირს შორის აქამდე მოქმედი შეთანხმება შოტლანდიაში გასულ წელს გაფორმდა. აღნიშნული დოკუმენტით ევროპულ საქონელზე 15%-იანი გადასახადი დაწესდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 222 სტატია.

  • POLITICO: ტრამპის ჩრდილი ბრიტანეთის ეკონომიკას კვლავ ემუქრება - ინგლისის ბანკმა განაცხადა, რომ ირანში განახლებულმა კონფლიქტმა შესაძლოა ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოსიმედი
  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
  • მთავრობის ადმინისტრაცია ასაჯაროებს ტრამპის სამადლობელ წერილს 4 ივლისის მილოცვაზენეტგაზეთი
  • ისრაელის ხელისუფლებამ აშშ-ს სადაზვერვო მონაცემები გადასცა, რომლის მიხედვითაც, ირანმა ტრამპის მკვლელობის ახალი გეგმა შეიმუშავარუსთავი 2
ტრამპი →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE