მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. DRG-ის ტარიფები გადახედვას საჭიროებს, კრიტიკულია რეანიმაციის ნაწილი - "ჯანდაცვის ასოციაცია"
DRG-ის ტარიფები გადახედვას საჭიროებს, კრიტიკულია რეანიმაციის ნაწილი - "ჯანდაცვის ასოციაცია"

DRG-ის ტარიფები გადახედვას საჭიროებს, კრიტიკულია რეანიმაციის ნაწილი - "ჯანდაცვის ასოციაცია"

BM.GE9 მაისი, 2026, 22:50|bm.ge

ქვეყანაში მოქმედი DRG დაფინანსების მოდელი არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებსა და ინფლაციურ პროცესებს ვეღარ პასუხობს. ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაია მახარაშვილი BMG-სთან აცხადებს, რომ აუცილებელია ტარიფების ყოველწლიური გადახედვის მექანიზმის დანერგვა, რათა სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება სამართლიანი და ადეკვატური იყოს.

მისი განმარტებით, DRG სისტემის ამოქმედების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა ინფლაცია და სხვადასხვა ხარჯები. მათ შორისაა ელექტროენერგიის ტარიფი, რომელიც დაახლოებით, 30%-ით არის გაზრდილი, რაც პირდაპირ აისახება კლინიკების დანახარჯებზე.

„ტარიფების გადახედვა ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ამის წინაპირობა თვითონ DRG სისტემას ახლავს - რაც ყოველწლიური გადახედვის აუცილებლობაა. სხვა ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ასე ხდება ყველგან, სადაც ეს სისტემაა დანერგილი.

ტარიფები დაითვლა მაშინ, როდესაც ზოგიერთ კლინიკას 2013 წლის ტარიფი ჰქონდა და დადგენილება არ აძლევდა უფლებას, რომ ეს გაზრდილიყო და გასაშუალოებული ფასიდან ამოვედით. ამიტომ, გადახედვის საჭიროება ძალიან მაღალი იყო და არის. რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, მხოლოდ და მხოლოდ მაგალითად ელექტროენერგიის ტარიფზე რომ ვისაუბროთ, სადღაც 30%-ით გაიზარდა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს DRG-ის ტარიფებში არ აისახა“, - აცხადებს მაია მახარაშვილი BMG-სთან.

მისივე განმარტებით, სისტემაში ყველაზე კრიტიკული მიმართულება რეანიმაციული მომსახურებაა, რადგან რეანიმაციული პაციენტის მკურნალობა კომპლექსური და ხანგრძლივი პროცესია, არსებული ფიქსირებული ტარიფი კი ხშირად არაადეკვატურია გაწეული მომსახურების ხარჯებთან მიმართებით.

„რეანიმაციული პაციენტი არის კომპლექსური პაციენტი, რომელსაც სჭირდება მრავალმხრივი დიაგნოსტიკა, კვლევები და ხანგრძლივი მოვლა. ასეთი შემთხვევების ფიქსირებული ტარიფით ანაზღაურება ძალიან არაადეკვატურია“, - აცხადებს მახარაშვილი.

გამოსავლის სახით ჯანდაცვის ასოციაცია ინდექსაციის მეთოდის დანერგვას განიხილავს, რაც ტარიფების მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებთან (ინფლაცია, გაზრდილი ხარჯები) მიბმას გულისხმობს.

„ერთ-ერთი მეთოდი, რომელსაც იყენებენ სხვადასხვა ქვეყნები, ეს არის ინდექსაცია და ეს მეთოდი სხვადასხვა სფეროებშიც გამოიყენება. თუმცა ინდექსაციის გარეშეც, ჩვენ გვაქვს ასოციაციას გარკვეული კომუნიკაცია, რომ ყველაზე კრიტიკულ მიმართულებებზე მაინც მოხდეს ფასების გადახედვა“, - აცხადებს მაია მახარაშვილი.

სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაში დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების სისტემა DRG - ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ეფექტურობის გასაზრდელად 2022 წლის ნოემბრიდან დაინერგა. რეფორმა მიზნად ისახავდა ჯანდაცვის სექტორში ხარჯების მართვის, გამჭვირვალობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის ანგარიშში წერს, რომ რეფორმამ ხელი შეუწყო პაციენტების თანაგადახდების წილის მნიშვნელოვან შემცირებას - საშუალოდ, 27%-დან 12%-მდე. მათივე ცნობით, DRG სისტემის დანერგვამ, გააძლიერა ჯანდაცვის ხარჯების გაზომვის შესაძლებლობა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"შეკვეთები იზრდება, შესაბამისად, წელს დაახლოებით 10%-იან ზრდას ვვარაუდობთ" - "აჭარა ტექსტილე"

"შეკვეთები იზრდება, შესაბამისად, წელს დაახლოებით 10%-იან ზრდას ვვარაუდობთ" - "აჭარა ტექსტილე"

BM.GE

ინფლაციური მოლოდინები და მიწოდების შოკი - რას შეცვლის რეფინანსირების განაკვეთის ზრდა?

ინფლაციური მოლოდინები და მიწოდების შოკი - რას შეცვლის რეფინანსირების განაკვეთის ზრდა?

BM.GE

“გაიზრდება საშუალო ანაზღაურება”- რა გავლენა ექნება უცხოელების დასაქმების შეზღუდვას შრომის ბაზარზე?

“გაიზრდება საშუალო ანაზღაურება”- რა გავლენა ექნება უცხოელების დასაქმების შეზღუდვას შრომის ბაზარზე?

BM.GE

Amazon-ი გლობალურ ლოგისტიკურ ბაზარზე შედის და UPS-სა და FedEx-ს კონკურენციას უწევს

Amazon-ი გლობალურ ლოგისტიკურ ბაზარზე შედის და UPS-სა და FedEx-ს კონკურენციას უწევს

BM.GE