მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ძლიერად ვმართავთ პროცესებს, ან მოწამეობრივად დავიღუპებით" - პეზეშკიანი გადადგომის შესახებ ცნობებს უარყოფს
"ძლიერად ვმართავთ პროცესებს, ან მოწამეობრივად დავიღუპებით" - პეზეშკიანი გადადგომის შესახებ ცნობებს უარყოფს

"ძლიერად ვმართავთ პროცესებს, ან მოწამეობრივად დავიღუპებით" - პეზეშკიანი გადადგომის შესახებ ცნობებს უარყოფს

BM.GE1 ივნისი, 2026, 05:16|bm.ge

ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ თანამდებობაზე მანამ დარჩება, სანამ ცოცხალია - ამის შესახებ ინფორმაციას ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC) დაკავშირებული მედია ავრცელებს.

„სანამ ჩემს სხეულში სიცოცხლეა, მანამ გავაგრძელებ მუშაობას. ჩვენ ან ძლიერად ვმართავთ პროცესებს, ან მოწამეობრივად დავიღუპებით. ჩვენ უნდა ვიყოთ ასპარეზზე და ვმართოთ სიტუაცია“, - განაცხადა პეზეშქიანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე.

ეს იყო ირანის პრეზიდენტის პასუხი უცხოურ მედიაში გავრცელებულ ცნობებზე, რომელთა მიხედვითაც ის თანამდებობის დატოვებას გეგმავდა.

ინფორმაცია პრეზიდენტის შესაძლო გადადგომის შესახებ თავდაპირველად ბრიტანეთიდან მომუშავე უცხოურმა გამოცემა Iran International-მა გაავრცელა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციებისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ეს ინფორმაცია მხოლოდ ჭორების გავრცელება და ადრეული მედიათამაშების გაგრძელებაა. მისი თქმით, პეზეშქიანი არ დაიხევს უკან ხალხის სამსახურიდან, ხოლო ირანელების ეროვნული ერთიანობის გატეხვის იმედები ამაოა.

მთავრობის სპიკერმა, ფატემე მოჰაჯერანიმ, ასევე X-ზე აღნიშნა, რომ პეზეშკიანის ადმინისტრაციამ რთულ დღეებში დაამტკიცა ხალხის გვერდით დგომა და ქვეყნის პრობლემების მოგვარებაზე მუშაობა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 99 სტატია.

  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევების გამო, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე საზოგადოებრივი კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერარუსთავი 2
  • სადგურის მოედნის მიმდებარედ ერთ-ერთ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერეს - გაიგეთ მიზეზიტვ პირველი
  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევების გამო საზოგადოებრივი კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერაიმედი
  • მედიის წარმომადგენლები ელისო კილაძის პროცესის გახსნას ითხოვენნეტგაზეთი
პროცესი →ძლიერი →

მსგავსი სტატიები

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

BM.GE

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

BM.GE

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

BM.GE

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

BM.GE