მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ძუ ცხოველის შეჯვარება წელიწადში მხოლოდ ერთხელ იქნება შესაძლებელი - კიდევ რა იცვლება?
ძუ ცხოველის შეჯვარება წელიწადში მხოლოდ ერთხელ იქნება შესაძლებელი - კიდევ რა იცვლება?

ძუ ცხოველის შეჯვარება წელიწადში მხოლოდ ერთხელ იქნება შესაძლებელი - კიდევ რა იცვლება?

BM.GE14 მაისი, 2026, 17:47|bm.ge

საქართველოს მთავრობამ შინაური ბინადარი ცხოველების სტერილიზაციის, კასტრაციისა და მოშენების წესებში ცვლილებები შეიტანა.

ცვლილებები შეეხება როგორც ცხოველების სტატუსების განსაზღვრას, ისე სტერილიზაციის ვადებსა და მოშენების პირობებს.

განახლებული რედაქციით, ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს შინაური ბინადარი ცხოველების მათ შორის პატრონიანი, მიკედლებული, უპატრონო და უმეთვალყურეო ძაღლებისა და კატების სტერილიზაციის/კასტრაციისა და მოშენების წესებსა და ვადებს.

დადგენილების მიხედვით, სანაშენე ცხოველი შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ სავალდებულოდ დაექვემდებარება სტერილიზაციას ან კასტრაციას.

ამასთან, ცხოველის მეპატრონე ვალდებული იქნება სტერილიზაციის/კასტრაციის ვადის დადგომამდე მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს, რათა ცხოველი საგამოფენო სტატუსით დარეგისტრირდეს. თუ რეგისტრაციიდან ორი წლის განმავლობაში მეპატრონე ვერ წარადგენს ცხოველების გამოფენაში მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს, მას საგამოფენო სტატუსის მოხსნა და მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანა მოუწევს.

ცვლილებით ასევე განისაზღვრა, რომ ძუ ცხოველის შეჯვარება წელიწადში მხოლოდ ერთხელ იქნება დასაშვები.

გარდა ამისა, განახლდა ვეტერინარული მომსახურების წესიც. სტერილიზაცია/კასტრაცია ვეტერინარული დაწესებულების გარეთ მხოლოდ სააგენტოს შესაბამისი თანხმობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

დადგენილება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE