მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "e-Consul-ის აპლიკანტებს 10-წლიანი ვიზა ჯერ არ მიუღიათ" - როგორ მუშაობს აშშ-ის სავიზო დეპოზიტის პროგრამა პრაქტიკაში?
"e-Consul-ის აპლიკანტებს 10-წლიანი ვიზა ჯერ არ მიუღიათ" - როგორ მუშაობს აშშ-ის სავიზო დეპოზიტის პროგრამა პრაქტიკაში?

"e-Consul-ის აპლიკანტებს 10-წლიანი ვიზა ჯერ არ მიუღიათ" - როგორ მუშაობს აშშ-ის სავიზო დეპოზიტის პროგრამა პრაქტიკაში?

BM.GE7 მაისი, 2026, 13:30|bm.ge

აშშ-ის სავიზო-საგარანტიო საპილოტე პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებზე 10-წლიანი ვიზები აღარ გაცემულა - ამის შესახებ"საქმიანი დილას" ეთერში e-Consul-ის დამფუძნებელმა, თინათინ გოგუაძემ, კომპანიის მომხმარებელთა გამოცდილებაზე დაყრდნობით ისაუბრა.

როგორც e-Consul-ის დამფუძნებელი განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ 50 საპილოტე ქვეყნიდან ზოგიერთის გამოცდილებით, რიგ შემთხვევებში ბონდის პირობებშიც ხდება 10-წლიანი ვიზების გაცემა, საქართველოს შემთხვევაში სურათი განსხვავებულია. მისივე თქმით, ახალი წესებისგან აპლიკანტს აღარც ძველი, კარგი სავიზო ისტორია ათავისუფლებს.

"ხშირად გვეკითხებიან 10-წლიანი ვიზები გაიცემა თუ არა ისევ. თუ გავითვალისწინებთ 50 ქვეყნის პრაქტიკას, რიგ ქვეყნებში გაიცა 10-წლიანი ვიზა და არის მსგავსი ფაქტი დაფიქსირებული. თუმცა საქართველოში, უფრო კონკრეტულად, ჩვენი აპლიკანტებიდან, ჯერჯერობით, 10-წლიანი ვიზა არავის მიუღია. არსად არ არის მითითებული, რომ კონსულ-ოფიცერს ვიზა-ბონდის ქვეყნებში არა აქვს უფლება, 10-წლიანი ვიზა გასცეს, თუმცა რეალობა სხვაგვარია.

კიდევ იყო კითხვები, რომ 10-წლიანი ვიზა მქონდა და ამოეწურა ვადა, მოვხვდები თუ არა ისევ დეპოზიტის მოთხოვნაშიო; თუმცა ის, რომ ნამყოფი ხარ ამერიკის შეერთებულ შტატებში და გქონდა ვიზა, აბსოლუტურად არაფერს ცვლის" - აღნიშნავს თინათინ გოგუაძე.

BMG-ის ეთერში გოგუაძემ კომპანიის შიდა სტატისტიკაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, e-Consul-ის პრაქტიკაში, ჯერჯერობით, არ დაფიქსირებულა შემთხვევა, როდესაც საქართველოს მოქალაქემ ვიზა ფინანსური გარანტიის გარეშე მიიღო. ამასთან, ბონდის მოცულობა ყველა შემთხვევაში 10 000 დოლარს შეადგენს.

""e-Consul-ში" მოსულ ვიზის მაძიებელთათვის დადასტურებული ვიზების 90%, ჩვენი სტატისტიკით, ვიზა ბონდით არის გაცემული. ამ ეტაპისთვის ვიზა ბონდის გარეშე ჩვენი არცერთი აპლიკანტები არ ყოფილა. დანარჩენი 10% ადმინისტრაციულ განხილვაში გადაიყვანეს. დადასტურებული ვიზების შემთხვევაში მოთხოვნილი დეპოზიტი 10 000 დოლარი დაფიქსირდა", - აცხადებს e-Consul-ის დამფუძნებელი.

შეიცვალა უშუალოდ გასაუბრების პროცესიც. გოგუაძის განმარტებით, თუ ადრე დადებითი პასუხის შემთხვევაში კონსული პასპორტს იტოვებდა და ვიზას აკრავდა, ახლა პროცესი ფინანსური დეპოზიტის გადახდამდე ჩერდება.

"კონსული გასაუბრებაზე აპლიკანტს ატყობინებს, თუ რა ოდენობის დეპოზიტით გაიცემა ვიზა, აძლევს შესაბამის ინსტრუქციას და პასპორტს აღარ იტოვებს. დაახლოებით 7 დღის ვადაში აპლიკანტს ელექტრონული შეტყობინებით ეგზავნება დეტალური ინსტრუქცია. რატომღაც ბევრს ჰგონია, რომ ეს თანხა საკუთარ ანგარიშზე უნდა განათავსოს ან სხვას გადაურიცხოს, თუმცა ასე არ არის. გასაუბრებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში თანხა უნდა გადაირიცხოს უშუალოდ სამთავრობო პორტალზე - pay.gov-ზე და არა რომელიმე სხვა ვებგვერდზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, თანხა უკან არ დაბრუნდება და ამ რისკზე სახელმწიფო დეპარტამენტი პასუხისმგებლობას არ იღებს. თანხის გადახდის შემდეგ კონსული კვლავ უკავშირდება აპლიკანტს და აძლევს ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა გააგზავნოს პასპორტი საკონსულოში", - ამბობს e-Consul-ის დამფუძნებელი.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 2 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ-ის ვიზების გაცემის წესი შეიცვალა, რადგან ქვეყანა "სავიზო დეპოზიტის საპილოტე პროგრამაში" 49 სხვა სახელმწიფოსთან ერთად შევიდა. ახალი წესით, ტურისტული და ბიზნეს (B1/B2) ვიზები 3 თვის ვადით გაიცემა.

აპლიკანტებს ვიზის მისაღებად, 5 000–დან 15 000 დოლარამდე ფინანსური გარანტიის, იგივე დეპოზიტის წარდგენა ევალებათ, თანხის ზუსტ ოდენობას კი საკონსულო ოფიცერი განსაზღვრავს. თანხა ბრუნდება, თუ ვიზიტორი აშშ-ს დროულად დატოვებს, ხოლო ვადის გადაცილების ან სტატუსის შეცვლის შემთხვევაში სახელმწიფო იტოვებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მუშაობს

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 53 სტატია.

  • რეგიონების მუშაობა შვეიცარიული საათის ისარივით იქნება აწყობილი - "ოცნების" წევრმა მდინარაძე შეაქოტვ პირველი
  • ლაშა დარსალია: ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მანამ, სანამ არ მოხდება დევნილთა დაბრუნება, არ მოხდება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში - ეს არის ჩვენი საბოლოო ამოცანაიმედი
  • ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტაფორმულა
  • ირაკლი კობახიძე: "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე დავსახეთ კონკრეტული გეგმები - ამ ქვეყნის მართვა ახალგაზრდებმა უნდა გადაიბარონ მომავალში, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით მუშაობის სწორად დაგეგმვარუსთავი 2
მუშაობს →

მსგავსი სტატიები

საქართველომ $17.2 მილიონის ღირებულების ჩემოდნები და სამგზავრო ჩანთები შეიძინა - იმპორტი გაძვირდა

საქართველომ $17.2 მილიონის ღირებულების ჩემოდნები და სამგზავრო ჩანთები შეიძინა - იმპორტი გაძვირდა

BM.GE

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, პუტინმა მას არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცა

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, პუტინმა მას არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცა

BM.GE

განიხილება საბაჟო გზავნილებზე მოქმედი შეღავათების ცვლილების მიზანშეწონილობა|ფინანსთა სამინისტრო

განიხილება საბაჟო გზავნილებზე მოქმედი შეღავათების ცვლილების მიზანშეწონილობა|ფინანსთა სამინისტრო

BM.GE

საუდის არაბეთი აშშ-ირანის ომში ოფიციალურად ჩაერთო

საუდის არაბეთი აშშ-ირანის ომში ოფიციალურად ჩაერთო

BM.GE