მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. eBay-მ GameStop-ის $56-მილიარდიანი შესყიდვის შეთავაზება უარყო
eBay-მ GameStop-ის $56-მილიარდიანი შესყიდვის შეთავაზება უარყო

eBay-მ GameStop-ის $56-მილიარდიანი შესყიდვის შეთავაზება უარყო

BM.GE13 მაისი, 2026, 01:54|bm.ge

ციფრული ვაჭრობის გავლენიანმა ამერიკულმა პლატფორმა eBay-მ ვიდეოთამაშების რითეილერის, GameStop-ის მიერ შემოთავაზებული $56 მილიარდიანი გარიგება უარყო. კომპანიის მენეჯმენტმა გადაწყვეტილება დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებული ეჭვებითა და საკუთარი განვითარების სტრატეგიის ეფექტიანობით ახსნა.

როგორც ირკვევა, $12 მილიარდიანი კაპიტალიზაციის მქონე GameStop-ის მცდელობა, შეიძინოს მასზე თითქმის ოთხჯერ დიდი კომპანია, ინვესტორებში უნდობლობას იწვევს. ამ ფონზე, ცნობილმა ინვესტორმა, მაიკლ ბერიმ რითეილერის აქტივები სრულად გაყიდა. მაიკლ ბერიმ რაიან კოენის სტრატეგიას "პრიმიტიული" უწოდა, აქციონერები კი მოსალოდნელი ვალების ზრდისა და ფასიანი ქაღალდების გაუფასურების შესახებ გააფრთხილა.

ცნობისთვის, GameStop-ის აღმასრულებელი დირექტორი, რაიან კოენი eBay-ს შესყიდვით მიზნად Amazon-თან კონკურენციასა და ხარჯების ოპტიმიზაციას ისახავდა. მისი გეგმით, GameStop-ის მფლობელობაში არსებული 1,600-მდე ფიზიკური მაღაზია eBay-სთვის ლოგისტიკურ ქსელად იქცეოდა. დაფინანსების მოსაზიდად რაიან კოენი TD Securities-ისგან $20 მილიარდის მიღებასა და დამატებითი აქციების ემისიას გეგმავდა. GameStop-ის წინადადება eBay-ს ინვესტორებისთვის თითო აქციის სანაცვლოდ $125-ის გადახდას ითვალისწინებდა, რაც ამჟამად არსებულ ფასს $20 დოლარით აღემატება. შეხსენებისთვის, eBay-ს კაპიტალიზაცია ახლა $47.04 მილიარდს შეადგენს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE