მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ეგვიპტემ გიგანტური სამხედრო შტაბ-ბინა "ოქტაგონი" გახსნა, რომლის ზომაც პენტაგონს 37-ჯერ აღემატება
ეგვიპტემ გიგანტური სამხედრო შტაბ-ბინა "ოქტაგონი" გახსნა, რომლის ზომაც პენტაგონს 37-ჯერ აღემატება

ეგვიპტემ გიგანტური სამხედრო შტაბ-ბინა "ოქტაგონი" გახსნა, რომლის ზომაც პენტაგონს 37-ჯერ აღემატება

BM.GE9 ივლისი, 2026, 01:59|bm.ge

ეგვიპტემ საზეიმო ვითარებაში გახსნა შეიარაღებული ძალების ახალი შტაბ-ბინა, რომელიც დამკვირვებლების თქმით, მსოფლიოში უდიდესია.

კომპლექსი, რომელსაც "ოქტაგონს" უწოდებენ, რვა შენობისგან შედგება. თითოეულ მათგანს რვაკუთხა ფორმა აქვს და ისინი დაახლოებით 90 კვადრატულ კილომეტრზეა განთავსებული, რაც პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონის ზომისაა.

შესაბამისად, თავისი მასშტაბით "ოქტაგონმა" ჩაანაცვლა პენტაგონი - აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის შტაბ-ბინა, რომელიც 2.4 კვადრატულ კილომეტრზეა გაშენებული - და მსოფლიოში თავდაცვის სამინისტროს უდიდესი ნაგებობა გახდა.

კომპლექსი კაიროს აღმოსავლეთით, უდაბნოში აშენებულ ახალ ადმინისტრაციულ დედაქალაქში მდებარეობს და მისი სავარაუდო ღირებულება 57 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რითაც ის პრეზიდენტ ელ-სისის მმართველობის პერიოდში ეგვიპტის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული პროექტია.

პრეზიდენტმა აბდელ ფათაჰ ელ-სისიმ, რომელიც ბოლო 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში საზოგადოების წინაშე სამხედრო ფორმით პირველად გამოჩნდა, კომპლექსის გახსნას უწოდა "იმ ერის ნებისყოფის მტკიცებულება, რომელმაც არ იცის, რა არის შეუძლებელი".

ეგვიპტე ბოლო ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ეკონომიკურ კრიზისს განიცდის და მისი საგარეო ვალი 163.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ბევრი ეგვიპტელი არსებულ კრიზისში სწორედ ელ-სისისა და მის მეგაპროექტებს ადანაშაულებს.

ელ-სისი ჩრდილოეთ აფრიკის ამ ქვეყანაში ხელისუფლებაში 2013 წელს, სამხედროების მიერ მხარდაჭერილი გადატრიალების შედეგად მოვიდა. ეგვიპტე წლების განმავლობაში მეზობელ ღაზასა და სუდანში მიმდინარე ომების, ასევე მეზობელ ლიბიაში გაჭიანურებული კონფლიქტის გავლენას განიცდის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ გაეროსთვის დავალიანების სახით არსებული 725 მილიონი დოლარის გადახდას გეგმავს

აშშ გაეროსთვის დავალიანების სახით არსებული 725 მილიონი დოლარის გადახდას გეგმავს

BM.GE

კანადა აშშ-ს საპასუხო ტარიფებს დაუწესებს

კანადა აშშ-ს საპასუხო ტარიფებს დაუწესებს

BM.GE

აბასთუმანის შემოვლითი გზის დასრულება 2027 წლის შემოდგომამდე გადავადდა - სამინისტრომ ორ კონტრაქტორთან ხელშეკრულება გაწყვიტა

აბასთუმანის შემოვლითი გზის დასრულება 2027 წლის შემოდგომამდე გადავადდა - სამინისტრომ ორ კონტრაქტორთან ხელშეკრულება გაწყვიტა

BM.GE

სასტუმროების სექტორში დაკრედიტება შემცირდა - ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა გაიზარდა

სასტუმროების სექტორში დაკრედიტება შემცირდა - ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა გაიზარდა

BM.GE