
ekalata.gov.ge - ფასდაკლებული პროდუქტების ვებგვერდი ამოქმედდა
ფასდაკლებული პროდუქტების ვებგვერდი - ekalata.gov.ge ამოქმედდა. ელექტრონული კალათა მომხმარებლებს სხვადასხვა ქსელში საბაზისო პროდუქტებზე არსებულ საუკეთესო შეთავაზებებსა და ფასებს ერთ სივრცეში გააცნობს.
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საოჯახო კალათის პროგრამის მონიტორინგისთვის ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა 24 ივნისს წარადგინა.
პროექტის მიზანია საქართველოს მოქალაქეებისთვის ერთიანი ციფრული სივრცის შექმნა, რათა მათთვის მარტივად ხელმისაწვდომი გახდეს ინფორმაცია ფასდაკლებული პირველადი მოხმარების პროდუქტების შესახებ.
ვებ-გვერდზე www.ekalata.gov.ge განთავსებული იქნება საოჯახო კალათაში შემავალ 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტზე - 12 უმსხვილეს ქსელში წარმოდგენილი საუკეთესო ფასები. მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, შეადარონ პროდუქტის ღირებულებები და საუკეთესო შეთავაზებების შესახებ მიიღონ ინფორმაცია. გარდა ამისა, მოქალაქეები შეძლებენ, კატეგორიის მიხედვით მოძებნონ, თუ სად შეიძენენ მათთვის სასურველ პროდუქტს საუკეთესო პირობებით და შექმნან საკუთარი კალათა, სადაც ასახული იქნება ფასების ჯამური მაჩვენებელი.
მთავრობის მიერ პროექტის განხორციელება კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ჰქონდა დავალებული და ვებპლატფორმის შესაქმნელად 53 000 ლარი იყო გამოყოფილი.
BM.GE
წყარო: bm.ge