მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?
ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

BM.GE11 მაისი, 2026, 02:56|bm.ge

მომავალ კვირას ინვესტორთა ყურადღების ცენტრში მსხვილი კომპანიები იქნებიან. მათ შორის, წინა კვარტლის ფინანსურ მაჩვენებლებს შემდეგი კომპანიები გაგვაცნობენ: Toyota, Honda, Alibaba, Sony, Cisco, Brookfield, Applied Materials, Nu Holdings, JD.com, Constellation Energy და On Holding.

ტრადიციულად, მომდევნო დღეების მთავარი მოვლენა აშშ-ისრაელი-ირანის სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესი იქნება. ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით ვითარება ჯერაც გაურკვეველია, რაც ინვესტორებისთვის მთავარ გეოპოლიტიკურ რისკს წარმოადგენს.

გარდა ამისა, მომავალ კვირას ინვესტორებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება აშშ-ის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოდგენილი უახლესი მონაცემები ინფლაციასთან დაკავშირებით, რადგან არსებობს სერიოზული რისკი იმისა, რომ ნავთობის გაძვირების ფონზე, სამომხმარებლო ფასების ინდექსი მოსალოდნელზე მეტად გაიზარდოს, რაც FED-ს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისკენ უბიძგებს.

ამასთან, ინფლაციურ სტატისტიკას გაასაჯაროებს ჩინეთის ეროვნული ბანკიც, რომელთან მიმართებითაც ასევე ნეგატიური მოლოდინებია.

რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემდეგ მონაცემებს გაასაჯაროებს:

• სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი (2026 წლის აპრილი) • გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა (2026 წლის I კვარტალი) • სამუშაო ძალის მაჩვენებლები (დასაქმება და უმუშევრობა), (2025 წელი) • საგარეო ვაჭრობის ექსპრეს-მონაცემები (2026 წლის აპრილი) • ბრუნვის მოცულობის ინდექსი (2026 წლის მარტი)

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE