მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?
ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

BM.GE18 მაისი, 2026, 02:00|bm.ge

მომავალ კვირას ინვესტორთა ყურადღების ცენტრში ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Google იქნება, რომელიც I/O 2026-ზე ახალ AI-მოდელებს, ხელსაწყოებს, აგენტებსა და პროდუქტებს წარმოადგენს. გარდა ამისა, მოსალოდნელია Android-ის ახალი ვერსიის ოფიციალური წარდგენა და Gemini-ის ფუნდამენტური განახლება.

საფონდო ბირჟის შემთხვევაში, უდავოდ, ყველაზე საინტერესო NVIDIA-ს კვარტალური შედეგების გაცნობა იქნება, რომელზედაც მთელი AI-ინდუსტრიის ბედ-იღბალია დამოკიდებული. ანალიტიკოსების შეფასებით, ჯენსენ ჰუანგის კომპანიას რეკორდული მოგება და შემოსავლები ექნება, რომელსაც დაწვრილებით 20 მიასს გავეცნობით.

გარდა ამისა, წინა კვარტლის ფინანსურ მაჩვენებლებს შემდეგი მსხვილი კომპანიები გაგვაცნობენ: Walmart, Home Depot, Lowe’s, Target, Baidu, Intuit, Mitsubishi UFJ, Deere, NetEase, MINISO და Analog Devices.

გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ყურადღების ცენტრში ისევ აშშ-ირანის მოლაპარაკების პროცესი იქნება, რომელზედაც კონფლიქტის საბოლოოდ დასრულება და ჰორმუზის სრუტის გახსნაა დამოკიდებული.

რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემდეგ მონაცემებს გაასაჯაროებს:

• საგარეო ვაჭრობა (2026 წლის აპრილი) • ადგილობრივი ექსპორტი (2026 წლის აპრილი) • სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2026 წლის აპრილი) • ექსპორტის ფასების ინდექსი (2026 წლის აპრილი) • სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2026 წლის აპრილი) • სამუშაო ძალის მაჩვენებლები (დასაქმება და უმუშევრობა), (2026 წლის I კვარტალი)

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE