მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?
ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

BM.GE25 მაისი, 2026, 01:29|bm.ge

მომავალ კვირას ინვესტორთა ყურადღების ცენტრში აშშ-ირანის მოლაპარაკების პროცესი და ჰორმუზის სრუტის გახსნის საკითხი იქნება, რადგან, როგორც ცნობილია, უახლოეს მომავალში მხარეები ან შეთანხმებას გააფორმებენ, ან კონფლიქტი ისევ აღდგება, რაც ბაზრისთვის ყველაზე დიდ რისკს წარმოადგენს.

აგრეთვე, აშშ-ის სტატისტიკის სამსახურმა ინფლაციასთან, მწარმოებელთა ინდექსთან და ადგილობრივ მოხმარებასთან დაკავშირებით უახლესი მონაცემები უნდა წარმოადგინოს, რომელსაც მაკრო-ინვესტორები განსაკუთრებით აკვირდებიან.

გარდა ამისა, წინა კვარტლის ფინანსურ მაჩვენებლებს შემდეგი მსხვილი კომპანიები გაგვაცნობენ: Costco, Dell, Synopsys, Snowflake, PDD Holdings, AutoZone, Zscaler, Salesforce, Marvell Tech და Ferrovial.

ასევე, Boston Tech Week-ზე რობოტიკისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მოღვაწე სტარტაპებმა უახლესი ტექნოლოგიები და ინოვაციები უნდა წარმოადგინონ.

რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემდეგ მონაცემებს გაასაჯაროებს:

• ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკა (2026 წლის I კვარტალი) • ყოველთვიური ენერგეტიკული სტატისტიკის მაჩვენებლები (2026 წლის მარტი) • სისხლის სამართლის სტატისტიკის მაჩვენებლები (2026 წლის აპრილი) • საწარმოთა ინოვაციური აქტივობის გამოკვლევის შედეგები (2025 წელი) • ეკონომიკური ზრდის ტენდენციების წინასწარი შეფასება ეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებლები (2026 წლის აპრილი)

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გუბერნატორი რეგიონში მხოლოდ „პოლიციელის ფუნქციის“ მატარებელია და მას რეალური ეკონომიკური ბერკეტები არ გააჩნია - ანალიტიკოსი

გუბერნატორი რეგიონში მხოლოდ „პოლიციელის ფუნქციის“ მატარებელია და მას რეალური ეკონომიკური ბერკეტები არ გააჩნია - ანალიტიკოსი

BM.GE

რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის დღეს დაბომბილი პერმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა?

რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის დღეს დაბომბილი პერმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა?

BM.GE

ივნისში ფულად-საკრედიტო დანაშაულებზე დევნა 19 პირის მიმართ დაიწყო - უმეტესობა ყალბ ბარათებს უკავშირდება

ივნისში ფულად-საკრედიტო დანაშაულებზე დევნა 19 პირის მიმართ დაიწყო - უმეტესობა ყალბ ბარათებს უკავშირდება

BM.GE

ჩინეთი აშშ-ს ჰუმანოიდი რობოტების აკრძალვის გამო საპასუხო ზომებით დაემუქრა

ჩინეთი აშშ-ს ჰუმანოიდი რობოტების აკრძალვის გამო საპასუხო ზომებით დაემუქრა

BM.GE