მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?
ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

BM.GE1 ივნისი, 2026, 00:03|bm.ge

მომავალ კვირას ინვესტორთა ყურადღების ცენტრში ისევ აშშ-ირანის მოლაპარაკების პროცესი და ჰორმუზის სრუტის გახსნის საკითხი იქნება. მართალია, მხარეებს შორის გარკვეული პროგრესი მიღწეულია და რიგ საკითხებზე შეთანხმებაც არის, თუმცა რამდენიმე პრობლემა ჯერაც გადაუჭრელი რჩება, რაც პროცესს აჭიანურებს და რისკებს ზრდის.

გარდა ამისა, მომდევნო დღეებში გავეცნობით ევროზონის ინფლაციურ სტატისტიკას, რომელთან მიმართებით ინვესტორებს საკმაოდ ნეგატიური მოლოდინები აქვთ. საქმე ისაა, რომ ECB-ის მომავალი მონეტარული გადაწყვეტილება სწორედ ამ სტატისტიკაზე იქნება დამოკიდებული.

გარდა ამისა, წინა კვარტლის ფინანსურ მაჩვენებლებს შემდეგი მსხვილი კომპანიები გაგვაცნობენ: Broadcom, CrowdStrike, Medtronic, Ciena, lululemon, HP, Palo Alto, Dollar General და Ecopetrol.

ასევე, Nvidia GTC Taipei 2026-ზე მსოფლიოს უმსხვილესი კომპანია ახალ პროდუქტებს, AI-სერვისებს და არქიტექტურას წარმოადგენს, რომელზედაც ახალი თაობის პროცესორები და კომპიუტერები დაშენდება.გარდა ამისა, New York Tech Week-ზე სტარტაპები და ინოვაციური ტექნოლოგიური კომპანიები თავიანთ ახალი პროდუქტებსა და სერვისებს წარმოადგენენ.

რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემდეგ მონაცემებს გაასაჯაროებს:

• სამომხმარებლო ფასების ინდექსი (2026 წლის მაისი) • საწარმოთა საქმიანობის შედეგები • მშენებლობის ღირებულების ინდექსი (2026 წლის აპრილი)

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE