მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?
ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

BM.GE5 ოქტომბერი, 2026, 02:09|bm.ge

მომავალ კვირას ინვესტორთა ყურადღების ცენტრში აშშ-ირანის მოლაპარაკების პროცესი იქნება, რადგან როგორც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, ის გადაწყვეტილების მიღებასთან ძალიან ახლოსაა და მის შესახებ დეტალური ინფორმაცია მომდევნო დღეებში გასაჯაროვდება.

ამასთან, მოსალოდნელია აშშ-ის ხაზინის მხრიდან ობლიგაციების ბაზარზე ინტერვენციების განხორციელება, რადგან სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შეფასება მკვეთრად ეცემა და პროცენტული მაჩვენებელი უკვე 2002 წლის მაქსიმუმს აჭარბებს.

აგრეთვე საინტერესო იქნება FED-ის დირექტორთა საბჭოს შეხვედრა და წევრების საჯარო კომენტარების მოსმენა. მართალია, ინვესტორები უშუალოდ კევინ უორშის მხრიდან ხელჩასაჭიდ ინფორმაციას არ ელიან, თუმცა ფედერალური რეზერვის სხვა წევრებმა, შესაძლოა, უწყების მომავალ გადაწყვეტილებაზე გარკვეული მინიშნებები გააკეთონ.

მომავალ კვირას ასევე დაგეგმილია Google Gemini 4-ის გამოჩენასთან და ტექნიკურ მახასიათებლებთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაციის დადასტურება.

ცხადია, არ უნდა გამოგვრჩეს კორპორაციული სექტორიც, რადგან მსხვილი კომპანიები თავიანთი კვარტალური შედეგების გამოქვეყნებას გეგმავენ, მათ შორის იქნებიან: Pepsico, Delta Air Lines, GoldMining, Novagold, Levi Strauss, Constellation Brands, RPM International და Neogen.

რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემდეგ მონაცემებს გაასაჯაროებს:

• მშენებლობის ღირებულების ინდექსი (2026 წლის აგვისტო) • დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი (2025 წელი) • სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი (2026 წლის სექტემბერი)

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"საგარეო მოწყვლადობა ძალიან მაღალია..." - ფინანსური მდგრადობის რა გამოწვევებს ხედავს სებ?

"საგარეო მოწყვლადობა ძალიან მაღალია..." - ფინანსური მდგრადობის რა გამოწვევებს ხედავს სებ?

BM.GE

აგვისტოში ყველა ტიპის სასტუმრო გაძვირდა - რა ღირს განთავსება საქართველოში?

აგვისტოში ყველა ტიპის სასტუმრო გაძვირდა - რა ღირს განთავსება საქართველოში?

BM.GE

"6 700 მსხვილ ბიზნესს ვემსახურებით" - რა აქცევს "თიბისის" კორპორატიული მიმართულებით საუკეთესოდ?

"6 700 მსხვილ ბიზნესს ვემსახურებით" - რა აქცევს "თიბისის" კორპორატიული მიმართულებით საუკეთესოდ?

BM.GE

ავტომობილები შესაძლოა კიდევ 15-20%-ით გაძვირდეს - ალექსი ნონიაძე

ავტომობილები შესაძლოა კიდევ 15-20%-ით გაძვირდეს - ალექსი ნონიაძე

BM.GE