მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ენერგეტიკის სექტორში "ერთი ფანჯრის პრინციპის" დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია - მაია მელიქიძე
ენერგეტიკის სექტორში "ერთი ფანჯრის პრინციპის" დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია - მაია მელიქიძე

ენერგეტიკის სექტორში "ერთი ფანჯრის პრინციპის" დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია - მაია მელიქიძე

BM.GE19 მაისი, 2026, 22:22|bm.ge

„საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ენერგეტიკის დარგის ინვესტორებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კვლავ ბიუროკრატიული ბარიერებია.

როგორც GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი BMG-სთან აცხადებს, დღეს ენერგოობიექტის მშენებლობაზე ნებართვის მიღებას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების დასტური სჭირდება, რაც პროცესებს დროში აჭიანურებს.

მაია მელიქიძე ამბობს, რომ აუცილებელია, ამ მიმართულებით პროცესები გამარტივდეს და საჯარო უწყებების მიერ დოკუმენტაციაზე პასუხის გასაცემად უფრო კონკრეტული ვადები გაიწეროს.

“პირველი ეტაპისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რაც შეიძლება მეტი გამარტივებული ბიუროკრატიული პროცესები, რაზეც ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე და ერთი ფანჯრის პრინციპის იმპლემენტაცია, ვინაიდან რამდენიმე სამინისტროს პასუხისმგებლობა არის ჰიდროს, მზის თუ ქარის ელექტროსადგურის მშენებლობაზე [ნებართვის გაცემა] და სექტორი დროის ეკონომიის მიზნით ითხოვს, რომ დოკუმენტების პაკეტი, რომლის შეტანაც მოხდება, იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, აუცილებლად ობიექტური, სამართლიანი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესში არის დიგიტალიზაცია და გაციფრულება.

სექტორს და ბიზნესს ყოველთვის აინტერესებს, რა დრო დასჭირდება როდესაც დოკუმენტები შეაქვს. აუცილებლად უნდა დაინახოს დროის რეალურ რეჟიმში, ანუ ონლაინ რეჟიმში, რომელი დოკუმენტი, რომელი უწყების განხილვის ქვეშ არის და რა ვადა არის განსაზღვრული. უფრო მეტსაც ვიტყვი, კერძო სექტორმა ხაზი გაუსვა შემდეგ რამეს, რომ როდესაც განსაზღვრული არის კონკრეტული დრო რომელიმე დოკუმენტზე პასუხის მისაღებად, თუ ეს კონკრეტული დრო ისე გავა, სახელმწიფო უწყების მხრიდან, რომ არ იქნება კონკრეტული ხარვეზების შესახებ ინფორმაცია მოწოდებული ინვესტორისადმი, მიჩნეული იქნეს ეს დოკუმენტი ვალიდურად, დადებითად შეფასებულად და გადავიდეს შემდეგი უწყების განხილვის ქვეშ”, - განაცხადა მაია მელიქიძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE