მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ენგურჰესი თაღოვანი კაშხლის ფუძის სტაბილურობის შესასწავლად ₾3.6-მილიონიან ტენდერს აცხადებს
ენგურჰესი თაღოვანი კაშხლის ფუძის სტაბილურობის შესასწავლად ₾3.6-მილიონიან ტენდერს აცხადებს

ენგურჰესი თაღოვანი კაშხლის ფუძის სტაბილურობის შესასწავლად ₾3.6-მილიონიან ტენდერს აცხადებს

BM.GE23 მაისი, 2026, 20:36|bm.ge

"ენგურჰესი", რომელიც საქართველოში უმსხვილესი ენერგეტიკული ობიექტია, თაღოვანი კაშხლის ფუძის სტაბილურობის შესასწავლად სეისმურ კვლევებს გეგმავს, რისთვისაც კომპანიამ 3.6 მილიონი ლარის ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტის მიზანია ენგურის თაღოვანი კაშხლის ფუძის განსაზღვრულ საკვლევ არეალში მაღალი სიზუსტის გეოლოგიური რღვევების გამოსახულებების მიღება და მიწისქვეშა პირობების შეფასება.

დოკუმენტაციის მიხედვით, სეისმური კვლევა დინამიტის წყაროების გამოყენებით განხორციელდება. სამუშაოები მოიცავს 1200-არხიანი სისტემით მონაცემების ჩაწერას, სპეციალური ჭაბურღილების მოწყობასა და სხვადასხვა გეოფიზიკური პარამეტრის განსაზღვრას.

ტენდერში მონაწილე კომპანიებს უნდა ჰქონდეთ არანაკლებ ორი ანალოგიური პროექტის შესრულების გამოცდილება. ამასთან, ერთ-ერთი შესრულებული ხელშეკრულების ღირებულება მინიმუმ 500 000 ლარი უნდა იყოს. პრეტენდენტებმა ასევე უნდა წარმოადგინონ შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის ფლობის ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები და კვალიფიციური პერსონალის გამოცდილების შესახებ ინფორმაცია.

ტენდერში წინადადებების მიღება 18 ივნისს დაიწყება და 23 ივნისს დასრულდება, ხოლო მომსახურების გაწევის საბოლოო ვადად 2026 წლის 30 ნოემბერია განსაზღვრული.

ენგურჰესი წარმოადგენს საქართველოში ყველაზე დიდ ჰიდროენერგეტიკულ ნაგებობას, რომლის დადგმული სიმძლავრეც 1,300 მეგავატ საათია. ჰესის კაშხლის სიმაღლე 271 მეტრს შეადგენს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE