მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ენგურის ატრაქციას“ 8 თვეში 44 722 ვიზიტორი ეწვია - რა ეფექტი ჰქონდა ზიპლაინის ამოქმედებას?
„ენგურის ატრაქციას“ 8 თვეში 44 722 ვიზიტორი ეწვია - რა ეფექტი ჰქონდა ზიპლაინის ამოქმედებას?

„ენგურის ატრაქციას“ 8 თვეში 44 722 ვიზიტორი ეწვია - რა ეფექტი ჰქონდა ზიპლაინის ამოქმედებას?

BM.GE29 სექტემბერი, 2026, 12:20|bm.ge

„ენგური ატრაქციის“ დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის ინფორმაციით, ენგურის კაშხალზე ტურისტული ნაკადი 33%-ით გაიზარდა. ის BM.GE-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ობიექტს 44 722 ვიზიტორი ეწვია.

ვიზიტორთა ზრდასთან ერთად, მიმდინარე წლის 8 თვეში ტურისტული მიმართულებიდან კომპანიის შემოსავალმა 426 862.66 ლარი შეადგინა.

როგორც ის აღნიშნავს, ზიპლაინის ამოქმედებიდან (15 ივლისი) აგვისტოს ბოლომდე კაშხალს 24 388 ვიზიტორი ეწვია, მაშინ როცა 2025 წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 15 227 იყო. შესაბამისად, ამ პერიოდში ვიზიტორთა რაოდენობა დაახლოებით 60%-ით გაიზარდა.

„ტურისტული სერვისის გამრავალფეროვნების მიზნით, 2026 წელს კერძო ინვესტიციის საფუძველზე ზიპლაინი მოეწყო. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჩვენი განვითარება დინამიკაში მიმდინარეობს და ყველა ახალ სიახლესთან დაკავშირებით ინფორმაციას საზოგადოებას დაგეგმვის პროცესშივე მივაწვდით“, - განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.

ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, ზიპლაინის მიმართულებამ გახსნიდან აგვისტოს ბოლომდე 27 805.32 ლარის შემოსავალი მოიტანა. აღნიშნული თანხა 2026 წლის 16 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

,,ეკოსისტემა თქვენს სივრცეში“ - ახალი ეტაპი ,,ბიომი ჰოლდინგის“ ბრენდის ისტორიაში

,,ეკოსისტემა თქვენს სივრცეში“ - ახალი ეტაპი ,,ბიომი ჰოლდინგის“ ბრენდის ისტორიაში

BM.GE

გაყიდვები წლიურად დაახლოებით 20-30%-ით იზრდება - "პომონა"

გაყიდვები წლიურად დაახლოებით 20-30%-ით იზრდება - "პომონა"

BM.GE

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE

29 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

29 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

BM.GE