მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ექვსი გარდაცვლილი და ხუთი დაშავებული - ფონიჭალაში სამაშველო ღონისძიებები დასრულებულია
ექვსი გარდაცვლილი და ხუთი დაშავებული - ფონიჭალაში სამაშველო ღონისძიებები დასრულებულია

ექვსი გარდაცვლილი და ხუთი დაშავებული - ფონიჭალაში სამაშველო ღონისძიებები დასრულებულია

BM.GE20 ნოემბერი, 2026, 04:06|bm.ge

მაშველებმა ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში მეექვსე გარდაცვლილის ცხედარს მიაკვლიეს. შს მინისტრ სულხან თამაზაშვილის განცხადებით, სამაშველო ღონისძიებები დასრულებულია.

"დღის მეორე ნახევარში ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ ექვსი გარდაცვლილი მოქალაქე, მათ შორის - ერთი მცირეწლოვანი. პირველ რიგში, მინდა, მათ ოჯახებს მივუსამძიმრო. ტრაგედიაა, რა თქმა უნდა, მთელი ქვეყნისთვის, თუმცა უპირველეს ყოვლისა - მათი ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის" - განუცხადა ჟურნალისტებს შს მინისტრმა და იქვე დასძინა, რომ ამ დროისთვის სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად, დასრულებულია.

საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული, თუმცა ცოცხლად გადარჩენილი 5 მოქალაქე სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი, - აღნიშნა სულხან თამაზაშვილმა.

მინისტრმა სამაშველო ოპერაციაში ჩართულ ყველა უწყებასა და მათ თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

"მინდა, მადლობა გადავუხადო შსს-ს თითოეულ თანამშრომელს, ვინც მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში და სამაშველო ღონისძიებებში. აუცილებლად უნდა გადავუხადო მადლობა მუნიციპალურ სამსახურებს და პირველ რიგში ჩვენს გმირებს - მეხანძრე-მაშველებს, რომლებმაც მართლაც სანიმუშოდ შეასრულეს დაკისრებული მოვალეობა. მინდა მადლობა, გადავუხადო ასევე მედიასაშუალებებსაც“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

რაც შეეხება მომხდარის მიზეზებს, მინისტრის თქმით, ყველა საჭირო მტკიცებულების მოსაპოვებლად საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერება კრიმინალისტების ჩართულობით გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, რასაც ნგრევა მოჰყვა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ელჭექი, ქარი, შტორმი - დღეიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

ელჭექი, ქარი, შტორმი - დღეიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

BM.GE

Anthropic-ის აქციების ფასი პრემარკეტზე 6%-ით შემცირდა

Anthropic-ის აქციების ფასი პრემარკეტზე 6%-ით შემცირდა

BM.GE

ანაკლიის პორტთან მისასვლელი ₾442-მილიონიანი გზის მშენებლობის ზედამხედველობის ტენდერი გამოცხადდა

ანაკლიის პორტთან მისასვლელი ₾442-მილიონიანი გზის მშენებლობის ზედამხედველობის ტენდერი გამოცხადდა

BM.GE

m² თბილისში 6 ახალ საცხოვრებელ პროექტს წარადგენს - ექსკლუზიური შეთავაზება სახლის უპრეცედენტოდ დაბალ ფასად შესაძენად

m² თბილისში 6 ახალ საცხოვრებელ პროექტს წარადგენს - ექსკლუზიური შეთავაზება სახლის უპრეცედენტოდ დაბალ ფასად შესაძენად

BM.GE