მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ეროვნული ბანკი რეზერვებში ოქროს წილის 16%-დან 25%-მდე ზრდას განიხილავს
ეროვნული ბანკი რეზერვებში ოქროს წილის 16%-დან 25%-მდე ზრდას განიხილავს

ეროვნული ბანკი რეზერვებში ოქროს წილის 16%-დან 25%-მდე ზრდას განიხილავს

BM.GE27 მაისი, 2026, 18:41|bm.ge

საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის სავალუტო რეზერვებში ოქროს წილის ზრდას განიხილავს - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სებს პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, ოქრო ამჟამად რეზერვების 16.4%-ს, ანუ $1.06 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც მომდევნო პერიოდში უნდა გაიზარდოს და აღნიშნული საპროგნოზო მაჩვენებელი მთლიანი რეზერვების (6.47 მილიარდი დოლარის) 25%-ია. შესაბამისად, სებ-ი განიხილავს რომ დამატებით შეისყიდოს დაახლოებით 500 მილიონი დოლარის ღირებულების რეზერვები.

"მთავარი რაციონალი იყო ჩვენი სავალუტო რეზერვების დივერსიფიკაცია. სხვათა შორის, ბოლო პერიოდში ეს გადაწყვეტილება მიიღო მთელი რიგი წამყვანი ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა. ზოგს ისტორიული მარაგი ჰქონდა წლების წინ დაგროვილი, ზოგმა ახლახან შეისყიდა, თუმცა თუ შეხედავთ სტატისტიკას, მზარდია რეზერვებში ოქროს წილი.

გაზრდილი გარე შოკებიდან თუ არაპროპროგნოზირებადობიდან გამომდინარე, ოქრო არის ის აქტივი, რომელიც გრძელ ვადაში კარგად ინარჩუნებს თავის ღირებულებას, ფასი მოკლე ვადაში ვოლატილურია, მაგრამ გრძელ ვადაში, 20-25 წლიან პერსპექტივაში ინფლაციური რისკების ჰეჯირებას ანუ დაზღვევას ახდენს, აქედან გამომდინარე მივიღეთ ჩვენც ეს გადაწყვეტილება. ოქროს წილი ჩვენს რეზერვებში არ არის მაღალი, დღეისთვის 16.4%-ია და 25%-მდე ვვარაუდობთ მის შენარჩუნებას. თუმცა, რეზერვების შესყიდვა იმდენად მაღალი ტემპით მიმდინარეობს, რომ შევეცდებით რომ გავზარდოთ ეს აქტივი ჩვენს რეზერვებში. რაც შეეხება ციფრებს, რაც დაიხარჯა მის შესყიდვაში, ერთი ამდენი ჩვენ უკვე მოვიგეთ, თუმცა მოკლევადიანი მოგება არ ყოფილა ჩვენი მიზანი, ჩვენი მიზანია დივერსიფიკაცია რომ სხვადასხვა სახის აქტივები ვიქონიოთ ჩვენ პორტფელში,"- განაცხადა ნათია თურნავამ.

სებმა 500 მილიონ დოლარად 7 ტონა მონეტარული ოქრო 2024 წლის გაზაფხულზე შეიძინა. ამ დროისთვის აღნიშნული ოქროს საბაზრო ღირებულება 1.06 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც გასულ პერიოდში ოქროს ფასის მკვეთრმა ზრდამ განაპირობა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბანკის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 121 სტატია.

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართებატვ პირველი
  • POLITICO: ტრამპის ჩრდილი ბრიტანეთის ეკონომიკას კვლავ ემუქრება - ინგლისის ბანკმა განაცხადა, რომ ირანში განახლებულმა კონფლიქტმა შესაძლოა ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოსიმედი
  • მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი: გავაგრძელებთ საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერას, რათა ძლიერი რეზოლუციის სისტემა იქონიოს. მსოფლიო ბანკს კვლავაც აქვს პატივი საქართველოს გვერდით იდგეს განვითარების ამ პროცესშირუსთავი 2
  • „საქართველოს ბანკის“ ფილიალში კაცი შეიჭრა და ისროლა – შსსნეტგაზეთი
ბანკის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ყიზილ-აჯლოს ბუნებრივი აირით „სოკარ ჯორჯია გაზი“ მოამარაგებს|სემეკის გადაწყვეტილება

სოფელ ყიზილ-აჯლოს ბუნებრივი აირით „სოკარ ჯორჯია გაზი“ მოამარაგებს|სემეკის გადაწყვეტილება

BM.GE

ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით, 2026 წლის I ნახევარში კი 7.9%-ით გაიზარდა | საქსტატი

ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით, 2026 წლის I ნახევარში კი 7.9%-ით გაიზარდა | საქსტატი

BM.GE

„4Hospitals“-ის გენერალური დირექტორის პოზიციას ლევან ჯობავა დაიკავებს - “4Hospitals ახალ ეტაპზე: საერთაშორისო გამოცდილებითა და ამბიციური გეგმებით”

„4Hospitals“-ის გენერალური დირექტორის პოზიციას ლევან ჯობავა დაიკავებს - “4Hospitals ახალ ეტაპზე: საერთაშორისო გამოცდილებითა და ამბიციური გეგმებით”

BM.GE

ჩინური დრონების რუსულად გასაღების საქმეზე, "ოლეინას" და "სლობოდას" მფლობელი ვალერი კუსტოვი დააკავეს

ჩინური დრონების რუსულად გასაღების საქმეზე, "ოლეინას" და "სლობოდას" მფლობელი ვალერი კუსტოვი დააკავეს

BM.GE