მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო - NAEC
ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო - NAEC

ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო - NAEC

BM.GE29 ივლისი, 2026, 15:16|bm.ge

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო.

ამ ეტაპზე აბიტურიენტებს საკუთარი ქულების ნახვა შემდეგ საგამოცდო საგნებში შეუძლიათ:

• ქართული ენა და ლიტერატურა; • ისტორია; • ქიმია; • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; • სამოქალაქო განათლება; • ოსური ენა.

საკუთარი ქულის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge და შესაბამის ველში მიუთითოს პირადი ნომერი და რვანიშნა პაროლი.

პირად გვერდზე გამოსაცდელს საშუალება აქვს, იხილოს საკუთარი ნაშრომის ასლი და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულა.

მაქსიმალური და მინიმალური გამსვლელი ქულები საგნების მიხედვით:

• ქართული ენა და ლიტერატურა / ისტორია / ოსური ენა: ტესტის მაქსიმალური ქულაა 60, ხოლო მინიმალური გამსვლელი ზღვარი - 15 ქულაზე მეტი; • ქიმია: ტესტის მაქსიმალური ქულაა 63, მინიმალური გამსვლელი ქულა - 16; • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება: ტესტის მაქსიმალური ქულაა 70, მინიმალური გამსვლელი ქულა - 18; • სამოქალაქო განათლება: ტესტის მაქსიმალური ქულაა 60, მინიმალური გამსვლელი ქულა - 16.

NAEC-ის განმარტებით, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე ისტორიაში, ზღვრის გადალახვის შესაძლებლობას ინარჩუნებს ის აბიტურიენტიც, რომლის ქულაც გათანაბრების შემდეგ გახდება 15-ზე მეტი.

გადალახა თუ არა აბიტურიენტმა მინიმალური ზღვარი, საბოლოოდ ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც საგამოცდო შედეგების გათანაბრების პროცესი დასრულდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შედეგები

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 64 სტატია.

  • ირაკლი ლექვინაძე: 2025 წლის ანგარიშში შეფასებულია სტრატეგიულ ბაზრებზე კონკურენცია და ასახულია მომხმარებლის დაცვის მნიშვნელოვანი შედეგებიიმედი
  • ფრიდრიხ მერცმა არჩევნების შედეგების გამო პარტიაში კრიზისული შეხვედრა მოიწვიაფორმულა
  • განხორციელებული ინვესტიციებისა და საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგები აისახება სექტორის მაჩვენებლებზე - 2026 წელს რეკორდული დინამიკა გვაქვს როგორც საზღვაო და სარკინიგზო, ისე საავიაციო მიმართულებით - ირაკლი კობახიძერუსთავი 2
  • მედლები და ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლები | ქართველი ძიუდოისტების შედეგები ლოზანის გრანდ სლემზეტვ პირველი
შედეგები →

მსგავსი სტატიები

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

BM.GE

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

BM.GE

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

BM.GE

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

BM.GE