მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ეროვნულმა ბანკმა აგვისტოში Bmatch პლატფორმით $555.6 მილიონი შეისყიდა
ეროვნულმა ბანკმა აგვისტოში Bmatch პლატფორმით $555.6 მილიონი შეისყიდა

ეროვნულმა ბანკმა აგვისტოში Bmatch პლატფორმით $555.6 მილიონი შეისყიდა

BM.GE25 სექტემბერი, 2026, 15:16|bm.ge

ეროვნულმა ბანკმა აგვისტოს განმავლობაში განხორციელებული სავალუტო შესყიდვების შესყიდვების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც გასულ თვეში სებ-მა სულ 555.6 მილიონი დოლარი შეისყიდა. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, აგვისტოს ბოლოსთვის სავალუტო რეზერვების მოცულობამ 8.14 მილიარდი დოლარი შეადგინა. მთლიანობაში, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ჯამურმა წმინდა შესყიდვამ 3 მილიარდ 122 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სავალუტო რეზერვები ერთწლიან ჭრილში 56%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც რეზერვებმა ადეკვატურობის მინიმალური მოთხოვნის 128.2%-ს მიაღწია.

2026 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:

• იანვარი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 86.6 მლნ აშშ დოლარი • თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 429.3 მლნ აშშ დოლარი • მარტი - Bmatch-ით წმინდა გაყიდვა 16.2 მლნ აშშ დოლარი • აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 333.3 მლნ აშშ დოლარი • მაისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 632.9 მლნ აშშ დოლარი • ივნისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 612.6 მლნ აშშ დოლარი • ივლისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 488.2 მლნ აშშ დოლარი • აგვისტო - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 555.6 მლნ აშშ დოლარი

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 26 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.

"აღსანიშნავია, რომ 2024 წელს სებ-მა რეზერვების დივერსიფიკაციის შესახებ სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო და ოქროში პირველი ინვესტიცია განახორციელა. მას შემდეგ ოქროს ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც საერთაშორისო რეზერვების მოცულობის დამატებით ზრდას შეუწყო ხელი. 2026 წლის ივნისში სებ-მა მთლიანი საერთაშორისო რეზერვებისთვის დამატებით 100 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა. 2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება წინა თვესთან შედარებით 135 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 1.149.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მონეტარული ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო რეზერვებში 14.1%-ს შეადგენს,"- მიუთითებს ეროვნული ბანკი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მილიონი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 55 სტატია.

  • 28 წელი, 25 ქვეყანა და 75 მილიონი ნაბიჯი - ბრიტანელი მოგზაური კარლ ბუშბი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი საფეხმავლო ექსპედიციის დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდარუსთავი 2
  • უკრაინამ ესპანეთისგან თავდაცვის ახალი 437 მილიონი ევროს დახმარების პაკეტი მიიღოფორმულა
  • "ოცნების" დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა - TIტვ პირველი
  • ქართულ მხარესთან 9 თვეში თითქმის მილიონი გადაკვეთა დაფიქსირდა – სოხუმინეტგაზეთი
მილიონი →

მსგავსი სტატიები

რუსეთის წინააღმდეგ ახალი საზღვაო ალიანსი იქმნება

რუსეთის წინააღმდეგ ახალი საზღვაო ალიანსი იქმნება

BM.GE

დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს დემოკრატების წინააღმდეგ გამოძიების დაწყება დაავალა

დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს დემოკრატების წინააღმდეგ გამოძიების დაწყება დაავალა

BM.GE

"საქართველოში ბინის შიდა განვადებით შეძენა უფრო ადვილი გახდა, ვიდრე მტვერსასრუტის განვადებით ყიდვა"|ეკონომისტი

"საქართველოში ბინის შიდა განვადებით შეძენა უფრო ადვილი გახდა, ვიდრე მტვერსასრუტის განვადებით ყიდვა"|ეკონომისტი

BM.GE

"მიმოვიხილეთ ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობა" - რა განიხილეს “ოცნების” ოფისში გამართულ უმრავლესობის სხდომაზე?

"მიმოვიხილეთ ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობა" - რა განიხილეს “ოცნების” ოფისში გამართულ უმრავლესობის სხდომაზე?

BM.GE