
ეროვნულმა ბანკმა „კრიპტოტექ სოლუშენი" დააჯარიმა
BM.GE|bm.ge
ეროვნულმა ბანკმა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი „კრიპტოტექ სოლუშენი“ დააჯარიმა.
ეროვნული ბანკის ცნობით, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს 3 000 ლარი დაეკისრა.
"ერთ შემთხვევაში პროვაიდერის მხრიდან განხორციელდა შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის ვადაგადაცილებით და არასწორად წარმოდგენა" - მიუთითებს ეროვნული ბანკი.
აღსანიშნავია, რომ „კრიპტოტექ სოლუშენი“ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია 2022 წლიდან. მისი 83% "ეგზაჯორჯიას", 17% ნიკა ყოლბაიას ეკუთვნის. ეს კომპანია ბაზარზე Coinet-ის სახელით ოპერირებს.
გაზიარება:
BM.GE
წყარო: bm.ge