მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ეს არის უნიკალური შემთხვევა, როდესაც ლას-ვეგასის ბრენდი შემოდის ჩვენ რეგიონში" - Block Group-ის გენდირექტორი
"ეს არის უნიკალური შემთხვევა, როდესაც ლას-ვეგასის ბრენდი შემოდის ჩვენ რეგიონში" - Block Group-ის გენდირექტორი

"ეს არის უნიკალური შემთხვევა, როდესაც ლას-ვეგასის ბრენდი შემოდის ჩვენ რეგიონში" - Block Group-ის გენდირექტორი

BM.GE18 მაისი, 2026, 01:36|bm.ge

"ეს არის უნიკალური შემთხვევა, როდესაც ლას-ვეგასის ბრენდი აფორმებს ხელშეკრულებას და შემოდის ჩვენ რეგიონში", - ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესის კვირეულში" Block Group-ის გენერალურმა დირექტორმა თორნიკე ჯანაშვილმა Planet Hollywood-ის საქართველოში შემოსვლაზე საუბრისას განაცხადა.

საქმე ისაა, რომ საერთაშორისო ჯგუფი Planet Hollywood Resorts International, რომელსაც ლას-ვეგასში მოქმედი Planet Hollywood Las Vegas Resort & Casino ეკუთვნის, თბილისში თავის პირველ პროექტს იწყებს. კერძოდ, კავკასიის რეგიონში პირველი Planet Hollywood Hotel & Casino თბილისში, Central Park Towers-ში იხსნება. პროექტს საქართველოში Orbi Group-ი და Block Group-ი ახორციელებს.

"ჩვენ შევძელით, დავითანხმეთ და უკვე 40-წლიანი ხელშეკრულება გავაფორმეთ Planet Hollywood-თან. ამ ხელშეკრულების პირობებში Planet Hollywood-ი მართავს ამ სასტუმრო ნომრებს, ეს არის Central Park Towers-ის B ბლოკი. ასევე ამ ხელშეკრულების პირობებში ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ უშუალოდ ინვესტორებს შევთავაზოთ ეს კონკრეტული სასტუმრო ნომრები. მინდა დავაკონკრეტო, რომ ინვესტორებს შეუძლიათ შეიძინონ კონკრეტულად Planet Hollywood-ის სასტუმრო ნომრები. ჩვენს ქვეყანაში მსგავსი საინვესტიციო შეთავაზებების მოკლებულები ვართ. შესაბამისად, ინვესტორებს შეუძლიათ შეიძინონ პრაქტიკულად საქართველოში გლობალური ბრენდის ნაწილი, ამ შემთხვევაში Planet Hollywood-ის სასტუმრო ნომერი.

ჩვენ შევძელით, რომ 250 000-დოლარიანი ნომერი, პირველ 100 ინვესტორს, შევთავაზოთ 150 000 დოლარად. პროცენტულად რომ ავიღოთ, დაახლოებით 35 000-დოლარიანი შემოსავალი ნომერზე გათვლილი იყო 250 000 დოლარიდან ზემოთ ღირებულების არსებულ ნომერზე. შესაბამისად, 35 000 დოლარის ამონაგები, უკვე 20-ზე მეტი პროცენტი გამოდის წლიურად.

ასევე მინდა აქვე ხაზი გავუსვა ასევე ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს. მისი რეალური ღირებულება, როდესაც ის ექსპლუატაციაში შევა, იქნება დაახლოებით 350-დან 400 ათას დოლარამდე", - განაცხადა თორნიკე ჯანაშვილმა.

რაც შეეხება პროექტის მიმდინარეობას, ყველა ბრენდთან ხელშეკრულებები გაფორმებულია, ორი 43-სართულიანი თაუერი აშენებულია, ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს მიმდინარეობს ფასადის შემინვის და შიდა სარემონტო სამუშაოები. კომპლექსის დასრულება და მისი გრანდიოზული გახსნა 2027 წლის სექტემბერში იგეგმება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ინოვაცია განათლების ბაზარზე: როგორ ცვლის „ორიენტირი“ ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების სტანდარტს

ინოვაცია განათლების ბაზარზე: როგორ ცვლის „ორიენტირი“ ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების სტანდარტს

BM.GE

FAO ხელოვნური ინტელექტის დახმარებით საქართველოში ადგილობრივი მსხვილფეხა პირუტყვის ჯიშებს შეისწავლის

FAO ხელოვნური ინტელექტის დახმარებით საქართველოში ადგილობრივი მსხვილფეხა პირუტყვის ჯიშებს შეისწავლის

BM.GE

სომხეთში წარუკიანის NOY-ის კონიაკის ქარხანა სახელმწიფოს მართვაში გადავიდა

სომხეთში წარუკიანის NOY-ის კონიაკის ქარხანა სახელმწიფოს მართვაში გადავიდა

BM.GE

"კითხვა გვაქვს, რა მეთოდოლოგიით დადგინდა ტექნიკის ფასების საბაზრო ღირებულება" - რა შენიშვნები აქვთ მშენებლებს?

"კითხვა გვაქვს, რა მეთოდოლოგიით დადგინდა ტექნიკის ფასების საბაზრო ღირებულება" - რა შენიშვნები აქვთ მშენებლებს?

BM.GE