მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ეს Expo Georgia-ს გადარჩენის პროექტია“ – მინდია საბანაძე Citizen Expo-ს მულტიფუნქციურ კომპლექსზე
„ეს Expo Georgia-ს გადარჩენის პროექტია“ – მინდია საბანაძე Citizen Expo-ს მულტიფუნქციურ კომპლექსზე

„ეს Expo Georgia-ს გადარჩენის პროექტია“ – მინდია საბანაძე Citizen Expo-ს მულტიფუნქციურ კომპლექსზე

BM.GE23 ოქტომბერი, 2026, 13:59|bm.ge

„ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიის განვითარების პროექტთან დაკავშირებით, ინვესტორი მინდია საბანაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არა უბრალო მშენებლობა, არამედ „ექსპოს“ გადარჩენის ერთადერთი პროექტია.

კომპანია „სითიზენის“ დამფუძნებელი და ბიზნესმენი BMG-სთან ამბობს, რომ ტერიტორია სრულად მათ კერძო საკუთრებაშია, სამშენებლო ნებართვის მიღებას კი უახლოეს მომავალში ელოდებიან. საბანაძის მტკიცებით, კომპანიამ იმაზე მეტი პირობა და მოთხოვნა შეასრულა, ვიდრე ეს კანონმდებლობით ნებართვის მისაღებად იყო საჭირო. ის ასევე აღნიშნავს, რომ პროექტის განუხორციელებლობის შემთხვევაში ტერიტორიას ნაწილ-ნაწილ გასხვისებისა და ქაოსური განაშენიანების საფრთხე დაემუქრებოდა.

„მე, როგორც კომპანიის დამფუძნებელს, ვალდებულებაც მაქვს და პასუხისმგებლობაც, რომ ცოტა მეტად მოგიყვეთ პროექტის რეალურად განვითარების შესახებ. როგორც იცით ეს კერძო საკუთრება იყო. ჩვენ შევიძინეთ ეს კერძო საკუთრება კონკრეტული პირებისგან. ამიტომ პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო მათ იმ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის, რამაც დღემდე ჩვენამდე მოაღწია. თუმცა იყო რთული პერიოდები, როდესაც მათ რაღაც ტერიტორიები გაასხვისეს, საამქროები და მსგავსი რამეებია გაკეთებული.

ჩვენ კარგად გვქონდა გაცნობიერებული, თუ რამდენად სენსიტიურია თბილისის მოსახლეობისათვის არსებული ტერიტორია, ისევე როგორც პირადად ჩემთვის. სწორედ ამიტომ, ძალიან დიდი ყურადღებით მივუდექით არსებული ტერიტორიის განვითარებას. გვინდოდა, რომ შენარჩუნებულიყო პავილიონები, საგამოფენო ფუნქცია და რა თქმა უნდა რეკრეაცია რადგან ამით სარგებლობს მთელი დიდუბის მოსახლეობა კი არა, მთელი თბილისი“, - აცხადებს საბანაძე.

მისი მტკიცებით, ტერიტორიის მწვანე სივრცე და რეკრეაციული ზონა სრულად ხელუხლებელი დარჩება, რადგან იგი პრემიერ-მინისტრის სპეციალური ბრძანებულებითაა დაცული. ინვესტორის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიას თავდაპირველად 4.6-იანი განაშენიანების კოეფიციენტი ჰქონდა და ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრის აშენება იყო შესაძლებელი, კომპანიამ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო შეამცირა, დღეისთვის მშენებლობა მხოლოდ 180 000 კვადრატულ მეტრ სასარგებლო ფართობს მოიცავს, რაც ტერიტორიის უკიდურესი კუთხეების 18%-ის განაშენიანებას გულისხმობს.

„მე როგორც კონკრეტულად ერთმა პიროვნებამ რაც არ უნდა ვიძახო, რომ „აქ მწვანეს არ შევეხებით“ და ა.შ. ეს დაცულია პრემიერის ბრძანებულებით. პრემიერმა თავისი ბრძანებულებით რეკრეაციად გამოაცხადა მწვანე სივრცე. კოეფიციენტი 4. 6 ჰქონდა ტერიტორიას როცა ჩვენ ვიყიდეთ. ეს კოეფიციენტი შეგვიმცირეს და ის შემცირებული კოეფიციენტი ჩვენ კიდევ შევამცირეთ 2.1-მდე. ფაქტობრივად, 180 000 კვადრატული მეტრია სასარგებლო ფართი, რასაც ვაშენებთ. მაშინ როცა ტერიტორიაზე შეიძლებოდა თითქმის ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრის აშენება.

განაშენიანება ხდება 18%-ში უკიდურეს კუთხეებში. შიგნით, მწვანე სივრცეში ჩვენ არ ვეხებით, ვერც შევეხებით, რადგან ბრძანებით არის დაცული.

ასევე, ეს ბრძანებულება გვავალდებულებს, 24/7-ზე იყოს გახსნილი სივრცე და მოვემსახუროთ მოსახლეობას. გარდა ამისა, შევინარჩუნოთ საგამოფენო სივრცის ფუნქციონალურობა და ჩვენ ამას კიდევ ვზრდით 10 000 კვადრატული მეტრით. მეტის გაკეთება ფიზიკურად შეუძლებელი იყო.

ეს არის სწორედ „ექსპოს“ გადარჩენის პროექტი. სტანისლავსკისკენ სანამ ჩავუხვევთ, რაღაც პლასტმასები იყიდება, ბარაკები და მსგავსი რამეები დგას. ამის ნაცვლად პიაცა კეთდება, პირდაპირ წყლის სარკე, „აღმაფრენის“ ქანდაკებასთან. მინდა, რომ ჩვენი დამოკიდებულება სწორად გაიგოს მოსახლეობამ. გუშინაც მთელი დღე მოქანდაკეები დადიოდნენ და არჩევენ სივრცეებს, სადაც შეიძლება ახალი, დიდი მონუმენტური ქანდაკებების ჩადგმა, რათა იმ უნიკალურ ძეგლებს შეემატოს კიდევ ახალი, თანამედროვე ძეგლები.

ჩვენამდე აქ ყველას ჰქონდა ერთი მოთხოვნა, - კომპანიები, რომლებიც აქ მოდიოდნენ არსებული ტერიტორიის საყიდლად, ზოგს მილიონი კვადრატის მშენებლობა უნდოდა ჩვენს კომპანიას მსგავსი არაფერი.

მშენებლობის ნებართვა ჯერ აღებული არ არის, მაგრამ უახლოეს მომავალში გვექნება, იმიტომ, რომ აბსოლუტურად მეკუთვნის, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. იმაზე მეტი გვაქვს გაკეთებული, რაც უნდა გაგვეკეთებინა ამისთვის. ჩვენი კომპანია მიიღებს ამ მშენებლობის ნებართვას, ღრმად ვარ დარწმუნებული ამაში.

ასევე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ აქციის მონაწილეებს არ აქვთ ინფორმაცია და სწორედ იმიტომ აპროტესტებენ. თორემ ის მოთხოვნები ფაქტობრივად, რასაც ისინი იძახიან, რომ „ეს ასე უნდა იყოს“, ჩვენ აქედან ვეუბნებით, რომ ამას ისედაც ასე ვაკეთებთ“, - განაცხადა BMG-თან მინდია საბანაძემ.

22 ოქტომბრიდან, კომპანიამ "ექსპო ჯორჯიას" ტერიტორიაზე დაგეგმილი მულტიფუნქციური პროექტის, "სითიზენ ექსპოს" (Cityzen Expo) წინასწარი გაყიდვები დაიწყო. მრავალფუნქციური კომპლექსის საერთო საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 500 მილიონ დოლარს შეადგენს. პროექტის მთავარი ღერძი 10 ჰექტარი საუკუნოვანი ტყე-პარკის, ხელოვნური ტბის, საგამოფენო პავილიონებისა და ავთენტიკური არქიტექტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება-რესტავრაციაა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ეროვნულმა ბანკმა 6 ვალუტის პუნქტი ₾393 ათასით დააჯარიმა | მიზეზები

ეროვნულმა ბანკმა 6 ვალუტის პუნქტი ₾393 ათასით დააჯარიმა | მიზეზები

BM.GE

ალგადი იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის კამპანიას სადაზღვევო კომპანია ალდაგი შეუერთდა

ალგადი იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის კამპანიას სადაზღვევო კომპანია ალდაგი შეუერთდა

BM.GE

მთავრობამ ბოდბეში, სახელმწიფო ქონება საპატრიარქოს 99 წლით გადასცა

მთავრობამ ბოდბეში, სახელმწიფო ქონება საპატრიარქოს 99 წლით გადასცა

BM.GE

"განსახლების ლოდინით დაღლილ ადამიანებს, არ სჯერათ, რომ მათი რიგი დადგება" - რა რისკები ახლავს 10 000-ლარიან კომპენსაციებს?

"განსახლების ლოდინით დაღლილ ადამიანებს, არ სჯერათ, რომ მათი რიგი დადგება" - რა რისკები ახლავს 10 000-ლარიან კომპენსაციებს?

BM.GE