მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ეს იქნება გარდამტეხი მომენტი" - "ალდაგის" გენდირექტორი ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევაზე
"ეს იქნება გარდამტეხი მომენტი" - "ალდაგის" გენდირექტორი ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევაზე

"ეს იქნება გარდამტეხი მომენტი" - "ალდაგის" გენდირექტორი ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევაზე

BM.GE17 მაისი, 2026, 14:15|bm.ge

"[ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა] იქნება გარდამტეხი მომენტი, რათა ქვეყანაში საცალო დაზღვევა კიდევ უფრო განვითარდეს და ჩვენ კიდევ უფრო მეტი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის განვითარებაში", - ამის შესახებ "საქმიან დილაში" სტუმრობისას "ალდაგის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული დაზღვევის შემოღება კიდევ უფრო მეტ იმპულსს მისცემს მშპ-ს ზრდას.

"ჩვენ მრავალი წელია ამ კანონპროექტზე ვმუშაობთ. პირველი ფაზა 2018 წელს იქნა მიღებული, რაც საზღვრის კვეთისას უცხოური რეგისტრირებული მანქანებისთვის დაზღვევის შემოღებას გულისხმობდა. შემდეგი ეტაპი არის ლოკალურად კანონპროექტი, რომელიც წლებია მზად არის, გადაიხედა, ზედამხედველმა კიდევ გადახედა და ჩვენი ინფორმაციით, განსახილველ კანონპროექტების სიაში აქვს მთავრობას.

მე, როგორც სადაზღვევო ჯგუფის წარმომადგენელი, შემიძლია ვთქვა, რომ ეს იქნება გარდამტეხი მომენტი, რათა კიდევ უფრო განვავითაროთ საცალო დაზღვევა ქვეყანაში და კიდევ უფრო მეტი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის განვითარებაში.

რეალურად ვნახეთ, რომ უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა გვაქვს, 10%-საც გადააჭარბა ზოგ თვეებში, და ეს [სავალდებულო დაზღვევა] კიდევ უფრო დიდ იმპულსს მისცემს როგორც ბაზრის განვითარებას, ასევე მთლიანი შიდა პროდუქტის განვითარებაში ჩვენს წვლილს. ეს არ იქნება მხოლოდ ინდუსტრიისთვის კარგი, რა თქმა უნდა, ინდუსტრიის განვითარებაში აქ უამრავი ადამიანი დასაქმდება, თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ აღვიქვამთ ამას, როგორც სოციალურ პროექტს. ძალიან ღრმა იმედი მაქვს, რომ წლევანდელ საგაზაფხულო თუ საშემოდგომო სესიებზე ეს კანონპროექტი აქტიურად იქნება განხილული პარლამენტის მიერ", - განაცხადა გიორგი ბარათაშვილმა.

ცნობისთვის, მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის შემოღებაზე უკვე წლებია საუბარი მიდის. მთავრობას ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის სისტემის დანერგვა 2026 წლის საგაზაფხულო სესიისთვის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშიც აქვს გაწერილი აქვს. თუმცა, პარლამენტში აღნიშნული კანონპროექტი ჯერ დარეგისტრირებული არ არის. საგაზაფხულო სესია კი ივნისის ბოლო პარასკევს იხურება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE