მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Estée Lauder-მა Puig-თან გაერთიანების მოლაპარაკებები შეწყვიტა
Estée Lauder-მა Puig-თან გაერთიანების მოლაპარაკებები შეწყვიტა

Estée Lauder-მა Puig-თან გაერთიანების მოლაპარაკებები შეწყვიტა

BM.GE24 მაისი, 2026, 00:47|bm.ge

კოსმეტიკური საშუალებების ამერიკულმა მწარმოებელმა Estée Lauder-მა და პარფიუმერულმა კომპანია Puig-მა გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებები შეწყვიტეს. არსებული ინფორმაციით, მოლაპარაკებების პროცესი ბრენდ Charlotte Tilbury-ს დამფუძნებლის მოთხოვნებმა გაართულა. ის პოტენციური გარიგების სტრუქტურის მნიშვნელოვნად შეცვლას ითხოვდა, რასაც მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა.

ცნობისთვის, მხარეებს შორის დაგეგმილი გარიგების შედეგად $40 მილიარდის ღირებულების ფუფუნების საგნების მწარმოებელი გიგანტი უნდა შექმნილიყო. ის ბაზრის ლიდერ L'Oreal-თან კონკურენციაში შესვლას შეძლებდა.

მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ Estée Lauder-მა საუბარი დაიწყო ახალ გეგმაზე, რომლის ფარგლებშიც კომპანიის მესვეურები ძალისხმევას შიდა რეორგანიზაციაზე მიმართავენ.

ამერიკული მწარმოებლის ამ გადაწყვეტილებას ბაზარზე პოზიტიური რეაგირება მოჰყვა. ინვესტორებმა მოიწონეს მენეჯმენტის უარი იმ რისკებზე, რომლებსაც შესაძლოა კომპანიის განვითარება შეეფერხებინა.

შეგახსენებთ, ამერიკულ ბრენდს შესყიდვების განხორციელების დიდი ისტორია აქვს. ამ სტრატეგიის ფარგლებში კომპანიამ 2022 წელს Tom Ford-ის სავაჭრო მარკა $2.8 მილიარდად შეიძინა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE