მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო რეიტინგის სათავეშია - ცვლილებები ძიუდოისტთა კლასიფიკაციაში
ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო რეიტინგის სათავეშია - ცვლილებები ძიუდოისტთა კლასიფიკაციაში

ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო რეიტინგის სათავეშია - ცვლილებები ძიუდოისტთა კლასიფიკაციაში

BM.GE28 აპრილი, 2026, 19:00|bm.ge

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ რეგიონალური ტურნირების გათვალისწინებით განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც მრავლი მნიშვნელოვანი ცვლილებაა, მათ შორის ქართველი ძიუდოისტების რეიტინგებშიც.

უპირველეს ყოვლისა რეიტინგის სათავეში პოზიცია მოიპოვა საქართველოს ქალთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ეთერ ლიპარტელიანმა, რომელმაც ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და 5 021 ქულით 57 კგ-მდე წონითი კატეგორიის რეიტინგში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

მამაკაცებს შორის 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის ვიცე ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი მე-10 პოზიციას იკავებს 3176 ქულით, ხოლო მისი ევროპის ჩემპიონატის ფინალური მეტოქე, საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძე 3270 ქულით მეცხრე პოზიციას იკავებს.

66 კილოგრამ კატეგორიაში ევროპის ჩემპიონატზე მოასპარეზე ჩვენი ფალავანი ვაჟა მარგველაშვილი საერთაშორისო ჩათვლაში 33-ე ადგილს იკავებს, ხოლო თორნიკე გიგაური 32-ე პოზიციაზე იმყოფება. ევროპის ჩემპიონატზე 73 კილოგრამში გამარჯვების წყალობით, 8 ადგილით დაწინაურდა და 2 230 ქულით მე-11 პოზიციაზეა ლაშა შავდათუაშვილი, მიხეილ ბახბახაშვილი (828) კი 11 საფეხურით აღზევდა და 51-ეა.

81 კილოგრამ წონაში ევროპის ფინალში მარცხის შედეგად 4 010 ქულით მეორე ადგილს იკავებს ტატო გრიგალაშვილი, ხოლო მისი უშუალო მეტოქე ტემურ არბუზოვი 5255 ქულით შესაბამისად რეიტინგში პირველია.

90 კილოგრამში ევროპის ჩემპიონი ლუკა მაისურაძე 4 104 ქულით სამეულში შევიდა და მე-4 პოზიციაზე დააქვეითა თანაგუნდელი ლაშა ბექაური (3 558), რომელმაც კვარცხლბეკზე ასვლა ბიცეფსის ტრავმის გამო ვერ მოახერხა.

100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის ამღები ილია სულამანიძე (3 082) 6 ადგილით დაქვეითდა და მე-14 ადგილზეა.

რაც შეეხება 100+ კილოგრამის ევროპის ჩემპიონ გურამ თუშიშვილს 5 ადგილით დაწინაურდა და 3895 ქულით მეორე ადგილზეა, სიის სათავეში კი რუსი ინალ ტასოევია 3 900 ქულით.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის კლასიფიკაციაში რეიტინგის ცვლილებებს დუშანბეს გრანდ სლემის შემდეგ უნდა ველოდოთ, რომელსაც ტაჯიკეთის დედაქალაქი 1-3 მაისს უმასპინძლებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ 50 ქვეყნისთვის Visa Bond-ის მაქსიმალურ თანხას $20 000-მდე ზრდის – $5000-იანი დეპოზიტი უქმდება

აშშ 50 ქვეყნისთვის Visa Bond-ის მაქსიმალურ თანხას $20 000-მდე ზრდის – $5000-იანი დეპოზიტი უქმდება

BM.GE

Commerzbank-ი UniCredit-თან მოლაპარაკებების განახლებაზე შეთანხმდა

Commerzbank-ი UniCredit-თან მოლაპარაკებების განახლებაზე შეთანხმდა

BM.GE

აშშ სავიზო დეპოზიტის პროგრამას, რომელშიც საქართველოც შედის, მუდმივს ხდის

აშშ სავიზო დეპოზიტის პროგრამას, რომელშიც საქართველოც შედის, მუდმივს ხდის

BM.GE

BMW წლის ბოლომდე 8 000 თანამშრომელს გაუშვებს

BMW წლის ბოლომდე 8 000 თანამშრომელს გაუშვებს

BM.GE