მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. EU უკრაინისთვის დაჩქარებული გაწევრიანების ნაცვლად დროებითი პრივილეგიების პაკეტს ამზადებს - Politico
EU უკრაინისთვის დაჩქარებული გაწევრიანების ნაცვლად დროებითი პრივილეგიების პაკეტს ამზადებს - Politico

EU უკრაინისთვის დაჩქარებული გაწევრიანების ნაცვლად დროებითი პრივილეგიების პაკეტს ამზადებს - Politico

BM.GE30 აპრილი, 2026, 17:07|bm.ge

ევროკავშირი უკრაინისთვის დროებითი პრივილეგიების პაკეტს შეიმუშავებს, რომელიც ქვეყანას ევროკავშირის ბაზარსა და ინსტიტუციებზე უფრო ფართო წვდომას მყისიერი სრულუფლებიანი წევრობის გარეშე მისცემს - ამის შესახებ Politico იტყობინება.

ახალი წინადადება მას შემდეგ გაჩნდა, რაც ევროკავშირის ლიდერებმა უარყვეს ევროკომისიის იდეა "უკუგაფართოების" შესახებ, რაც უკრაინას ძირითადი რეფორმების დასრულებამდე გაწევრიანების საშუალებას მისცემდა. ამის ნაცვლად ბრიუსელი განიხილავს "დაჩქარებული ეტაპობრივი ინტეგრაციის" მოდელს, რომლის მიზანია, უკრაინამ ხელშესახები სარგებელი ახლავე მიიღოს, ვიდრე წევრობისთვის აუცილებელ რეფორმებს გაატარებს.

"წევრმა სახელმწიფოებმა ნათლად განაცხადეს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში წევრობის მიღწევა ძალიან რთული იქნება. მაგრამ ჩვენ გვჭირდება პოზიტიური შეთავაზება იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია მანამდე ერთად წინსვლა", - აღნიშნა ერთ-ერთმა დიპლომატმა.

Politico-ს ცნობით, გერმანია და საფრანგეთი აქტიურად არიან ჩართულნი ახალი წინადადების ფორმირებაში.

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა გასულ კვირას განაცხადა, რომ უკრაინის დაჩქარებული წესით გაწევრიანება შეუძლებელია. ამავდროულად მან გამოთქვა წინადადება, რომ კიევს მიეცეს ევროპული საბჭოს სხდომებში ხმის უფლების გარეშე მონაწილეობისა და ევროპარლამენტის გარკვეულ ფორმატებში ჩართვის შესაძლებლობა.

თავის მხრივ, ლიეტუვამ გამოვიდა ინიციატივით, უკრაინას მიენიჭოს "მიერთებული სახელმწიფოს" შუალედური სტატუსი. წარსულში ეს სტატუსი ენიჭებოდათ ქვეყნებს, რომლებსაც გაწევრიანების ხელშეკრულებები უკვე ჰქონდათ გაფორმებული და რატიფიკაციას ელოდნენ.

ევროპელი დიპლომატები ხაზს უსვამენ, რომ პრივილეგიების ახალი პაკეტი გაწევრიანების ოფიციალურ პროცესს არ ჩაანაცვლებს. გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის თქმით, იმედი, რომ უკრაინა ევროკავშირს სრულუფლებიან წევრად 2027 წლისთვის შეუერთდება, კვლავ "შეუძლებელია". თუმცა, უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ტარას კაჩკამ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების ოფიციალური კლასტერების გახსნას "უახლოეს კვირებში" ელის.

ევროპული საბჭოს მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ უკრაინა 2027 წლის ბოლოსთვის მოლაპარაკებების კლასტერების დახურვას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ რეფორმების ამჟამინდელი ტემპი შენარჩუნდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 217 სტატია.

  • უკრაინის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდაფორმულა
  • ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია 2027 წლის 29 იანვრამდე გაახანგრძლივატვ პირველი
  • არჩილ გორდულაძე: უკრაინაში რუსეთის შეჭრის წუთებიდან გამოვლინდა არაკონსტიტუციური პარტიების მიზანი და მცდელობა, ომის ფონზე საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი გაემწვავებინათ. ეს პარტიები ისწრაფვიან, უცხოეთიდან "დაისაჯოს" საქართველოს სახელმწიფორუსთავი 2
  • პუტინი მზადაა, გასცეს მითითება, არ დაარტყან უკრაინას არჩევნების დღეს – პესკოვინეტგაზეთი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE