მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. €20 მილიონი ქართული ენერგეტიკისთვის - „ეპ ჯორჯია გენერაცია“ ინვესტიციების განხორციელებას განაგრძობს
€20 მილიონი ქართული ენერგეტიკისთვის - „ეპ ჯორჯია გენერაცია“ ინვესტიციების განხორციელებას განაგრძობს

€20 მილიონი ქართული ენერგეტიკისთვის - „ეპ ჯორჯია გენერაცია“ ინვესტიციების განხორციელებას განაგრძობს

BM.GE1 მაისი, 2026, 16:43|bm.ge

„ეპ ჯორჯია გენერაცია“ განაგრძობს მის მფლობელობაში არსებული ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციას. სამი ჰიდროელექტროსადგურის სარეაბილიტაციო პროექტის საერთო ინვესტიცია შეადგენს 20 მლნ ევროს. კომპანიის მიზანია ჰესების თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისობაში მოყვანა.

ამჟამად, მიმდინარეობს ორთაჭალჰესის, გუმათ ჰესების კასკადისა და ჩითახევჰესის სარეაბილიტაციო პროექტები. ჩეხეთიდან და სლოვენიიდან უკვე ჩამოტანილია სარეაბილიტაციო პროექტებისთვის საჭირო მნიშვნელოვანი ტექნიკური მოწყობილობები, ტურბინა, გენერატორის ახალი სტატორები, მუშა თვლები და სხვა.

"შემდეგი პრიორიტეტი არის ლაჯანურჰესის ჰიდროსაინჟინრო ნაგებობები, რომელთა მდგომარეობაც ნამდვილად მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას. მომდევნო წლიდან მნიშვნელოვანი სარებილიტაციო-გამაგრებითი სამუშაობი იგეგმება ამ მიმართულებით, რომლისთვისაც იგეგმება შესაბამისი ფინანსური რესურსების მობილიზებაც, ამ ეტაპზე კი ინტენსიურად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები“, - განაცხადა „ეპ ჯორჯია გენერაციის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა ლევან საჩალელმა.

მისივე თქმით, ჰესებზე განხორციელებული სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ჰესის ინფასტრუქტურა და უსაფრთხოება. ასევე, მნიშვნელოვნად შემცირდება ავარიული შემთხვევები.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მილიონი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 56 სტატია.

  • გამჭვირვალობა: "ლილო მოლის" მეწილეებმა "ქართულ ოცნებას" 3,5 მილიონი ლარი ჩაურიცხფორმულა
  • ქართულ მხარესთან 9 თვეში თითქმის მილიონი გადაკვეთა დაფიქსირდა – სოხუმინეტგაზეთი
  • kursi.ge-ს დამფუძნებელი გიორგი აგლაძე: საცალო მომხმარებლებს და ბიზნესს 350 მილიონი ლარი დავუზოგეთრუსთავი 2
  • ამოღებულია 14 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალება - დააკავეს უცხო ქვეყნის ორი მოქალაქეტვ პირველი
მილიონი →

მსგავსი სტატიები

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE