მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორაციულ ბანკად მესამედ დაასახელა
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორაციულ ბანკად მესამედ დაასახელა

Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორაციულ ბანკად მესამედ დაასახელა

BM.GE21 სექტემბერი, 2026, 19:38|bm.ge

თიბისი ერთადერთი ბანკია საქართველოდან, რომელმაც Euromoney-ს ჯილდო საუკეთესო კორპორაციული ბანკის კატეგორიაში უკვე მესამედ მოიპოვა. საერთაშორისო ფინანსური გამოცემის აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს თიბისის ლიდერულ პოზიციას კორპორაციული საბანკო მომსახურების ბაზარზე, სადაც ბანკს 43%-იანი წილი აქვს დაკრედიტების მიმართულებით.

Euromoney-მ თიბისი გამორჩეული შედეგების, ინოვაციების, ციფრული ტრანსფორმაციისა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომისთვის დააჯილდოვა. თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით ბანკი ამარტივებს ბიზნეს პროცესებს პარტნიორებისთვის; კომპანიებს სწრაფ და შეუფერხებელ სერვისებს აწვდის და მათი ბიზნესის უწყვეტობას უზრუნველყოფს.

2025 წელს თიბისიმ კორპორაციული ბანკინგის საოპერაციო მოდელში ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები, მათ შორის AI Analyst Copilot, დანერგა, რომელმაც საკრედიტო დოკუმენტაციის მომზადების პროცესი ავტომატიზებული გახადა. ხელოვნური ინტელექტისა და პროცესების გაუმჯობესების შედეგად, დაფინანსების გაცემის დრო წლიურად 11%-ით შემცირდა.

ბანკმა ასევე დანერგა უცხოურ ვალუტაში ვაჭრობის ონლაინ მოდული, რომელიც მომხმარებლებს ინტერნეტ- და მობაილბანკში რეალურ დროში კურსის შეთანხმებისა და ტრანზაქციების შესრულების შესაძლებლობას აძლევს. ამ განახლებებმა გაზარდა ოპერაციული ეფექტიანობა და კიდევ უფრო გააუმჯობესა მომხმარებლის გამოცდილება.

კორპორაციულ მომხმარებლებთან ურთიერთობის მართვის (CRM) სისტემის განვითარებამ კი ბანკს შესაძლებლობა მისცა, ბიზნესების საჭიროებებზე კიდევ უფრო მეტად მორგებული შეთავაზებები შეექმნა. შედეგად, ბიზნესწინადადებების 70% ახალ თანამშრომლობაში გადაიზარდა.

„ვამაყობთ, რომ Euromoney-ს ნომინაციაში - საუკეთესო კორპორაციული ბანკი - ყოველ ჯერზე თიბისი იმარჯვებს. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ კორპორაციული ბანკინგის ბაზრის ლიდერები ვართ - თიბისი პირველია კორპორაციულ დეპოზიტებში, სესხებსა და ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებაში. 6 700-ზე მეტი კორპორაციული მომხმარებელი გვყავს და ეს ნიშნავს, რომ საქართველოში უმსხვილესი ბიზნესები სწორედ ჩვენ გვენდობიან. Euromoney-ს ჯილდო ჩვენი გუნდის ყოველდღიური მუშაობის, ინოვაციებისა და მომხმარებლებთან გრძელვადიანი პარტნიორობის შედეგია. ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებებითა და საუკეთესო გამოცდილების შექმნით ვაგრძელებთ კერძო სექტორთან პარტნიორობას და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას,“ - მერი ჩაჩანიძე, თიბისის კორპორაციული საბანკო ბიზნესის მართვის დირექტორი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბანკის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 99 სტატია.

  • ეროვნული ბანკისა და J.P. Morgan-ის თანაორგანიზებით, თბილისში რეგიონის მასშტაბით პირველად, 15-მდე ქვეყნის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართაიმედი
  • აშშ-მა რუსეთის VTB ბანკს ირანის სანქციების გვერდის ავლის გამო ახალი შეზღუდვები დაუწესაფორმულა
  • ლაშა ჯუღელი: Nasdaq Calypso სისტემის დანერგვა ბანკებს მისცემს საშუალებას, მართონ სახაზინო ოპერაციები და ძირითადი რისკები ერთიან, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურაშირუსთავი 2
  • საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერსტვ პირველი
ბანკის →

მსგავსი სტატიები

რა სამუშაოები სრულდება მშენებარე ქვეშეთი-კობის გზის და გვირაბის ხარისხის მონიტორინგის ფარგლებში?

რა სამუშაოები სრულდება მშენებარე ქვეშეთი-კობის გზის და გვირაბის ხარისხის მონიტორინგის ფარგლებში?

BM.GE

ბიტკოინის ფასმა $85 000-ს გადააჭარბა

ბიტკოინის ფასმა $85 000-ს გადააჭარბა

BM.GE

ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენა შეწყვიტეს

ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენა შეწყვიტეს

BM.GE

„უფრო სწრაფი პასუხებია საჭირო“ | ექიმი-იმუნოლოგი ბაღებში ნოროვირუსის გავრცელებაზე

„უფრო სწრაფი პასუხებია საჭირო“ | ექიმი-იმუნოლოგი ბაღებში ნოროვირუსის გავრცელებაზე

BM.GE