მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ევერესტის ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ევერესტის ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

ევერესტის ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

BM.GE24 ივნისი, 2026, 11:29|bm.ge

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, მოსწავლეებისთვის შესაძლებლობის შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი ქვეყნის ყველაზე მასშტაბური ევერესტის მათემატიკის ოლიმპიადის გენერალური სპონსორია.

წელს ოლიმპიადაში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით 14 000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო, რომელთაგან 128 გამარჯვებული გამოვლინდა.

გამარჯვებულები არიან ადიგენიდან, ბათუმიდან, ზუგდიდიდან, თელავიდან, თერჯოლიდან, ლანჩხუთიდან, მცხეთიდან, რუსთავიდან, საჩხერიდან, ფოთიდან, ხონიდან, ქუთაისიდან და თბილისიდან.

იმ მოსწავლეებს კი, რომლებმაც ორ ოლიმპიადაში მოიპოვეს პირველი ადგილი, გადაეცათ საქართველოს ბანკის საჩუქრები.

ინფორმაციისთვის, ევერესტის ოლიმპიადაში II, III, IV, V და VI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ოლიმპიადა სამტურიანია:

• შესარჩევიტურიდან ნახევარფინალში ოლიმპიადის ის მონაწილეები გადავიდნენ, რომლებმაც დააგროვეს არა უმცირეს 30 ქულა; • ნახევარფინალში, თითოეულიკლასიდან (II, III, IV, V და VI კლასი) გამოვლინდა საუკეთესო შედეგის მქონე 500 მოსწავლე, რომლებმაც ფინალში იასპარეზეს; • ფინალურტურში კი გამოვლინდა II, III, IV, V და VI კლასის საუკეთესო შედეგის მქონე 10-10 გამარჯვებული.

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვებგვერდის შემდეგ, კონკურენციის სააგენტო ფასდაკლებული პროდუქტების აპლიკაციის შექმნასაც გეგმავს - ლექვინაძე

ვებგვერდის შემდეგ, კონკურენციის სააგენტო ფასდაკლებული პროდუქტების აპლიკაციის შექმნასაც გეგმავს - ლექვინაძე

BM.GE

₾53.8 მილიონის ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო რეალიზაციის საქმეზე 24 კომპანიას და 31 ფიზიკურ პირს ბრალი წარედგინა

₾53.8 მილიონის ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო რეალიზაციის საქმეზე 24 კომპანიას და 31 ფიზიკურ პირს ბრალი წარედგინა

BM.GE

სებ-მა ვალუტის გადამცვლელი პუნქტი „ვალუტა+“ ₾5.5 მილიონით დააჯარიმა - მიზეზები

სებ-მა ვალუტის გადამცვლელი პუნქტი „ვალუტა+“ ₾5.5 მილიონით დააჯარიმა - მიზეზები

BM.GE

"სომხეთი ევროპაში განვითარებული მოვლენების შუაგულში შეიძლება აღმოჩნდეს"– EU-ს ელჩი სომხეთში

"სომხეთი ევროპაში განვითარებული მოვლენების შუაგულში შეიძლება აღმოჩნდეს"– EU-ს ელჩი სომხეთში

BM.GE