მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ევროკავშირი ადგილობრივ სტარტაპებს ჩიპების გაყიდვაში დაეხმარება
ევროკავშირი ადგილობრივ სტარტაპებს ჩიპების გაყიდვაში დაეხმარება

ევროკავშირი ადგილობრივ სტარტაპებს ჩიპების გაყიდვაში დაეხმარება

BM.GE31 მაისი, 2026, 22:12|bm.ge

ევროკომისია პროექტზე მუშაობს, რომლითაც ჩიპების მწარმოებელ ევროპულ სტარტაპებს პროდუქციის გაყიდვაში დაეხმარება. როგორც ბრიუსელში განმარტავენ, ინიციატივის მთავარი მიზანი ადგილობრივი პროდუქტების პოპულარიზაცია და ახალბედა კომპანიებისთვის მსხვილი კლიენტების მოზიდვაა.

დოკუმენტი Chips Act 2.0, რომლის დამტკიცებაზეც ევროკომისია ახლა მუშაობს, მიზნად აშშ-სა და აღმოსავლეთ აზიაზე ევროპის დამოკიდებულების შემცირებას ისახავს მიზნად. მარტივად რომ ვთქვათ, ევროკავშირი გახდება ჩიპების შეძენით დაინტერესებულ კომპანიებსა და მიკროსქემების მწარმოებელ ევროპულ სტარტაპებს შორის შუამავალი.

საყურადღებო ფაქტია, რომ Chips Act 2.0 არათუ ჩაანაცვლებს, არამედ შეავსებს სამი წლის წინ მიღებულ პირველად საკანონმდებლო აქტს, რომლის დადგენილმა მოდელმაც ბაზრის წილის 20%-მდე გაორმაგების უზრუნველყოფა თავიდანვე ვერ შეძლო.

თუ ძველი დოკუმენტი მიწოდების ბაზრის გაძლიერებაზე აკეთებდა აქცენტს, ახალი პროექტი ძირითად ყურადღებას მოთხოვნის სტიმულირებას დაუთმობს. სპეციალური მექანიზმების დახმარებით, ის მომხმარებლებსა და მწარმოებლებს შორის გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმებას წაახალისებს. სტარტაპების მხარდასაჭერად ევროკავშირი სახელმწიფო შესყიდვების ინოვაციურ მოდელს სტრატეგიულ ინსტრუმენტად გამოიყენებს.

ცნობისთვის, ამჟამად ევროპა გლობალური ნახევარგამტარების ბაზრის მხოლოდ 10%-ს აკონტროლებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 169 სტატია.

  • რადიკალური ოპოზიცია დაცლილია ეროვნული შინაარსისგან, ხელოვნურადაც კი არ შეუძლიათ თქვან, რომ ევროკავშირის ინტერესებზე წინ საქართველოს ინტერესები დგას, რასაც სერბეთში ამბობენ - შალვა პაპუაშვილირუსთავი 2
  • გერმანია კანადისთვის ევროკავშირის „ასოცირებული წევრის“ სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგებაფორმულა
  • ბოჭორიშვილის უწყება შეშფოთებულია იმის გამო, რომ ევროკავშირმა ოპოზიციის აკრძალვის პროცესი გააკრიტიკანეტგაზეთი
  • ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ხუთი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელებსტვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE