მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ევროკავშირის ექვსმა ქვეყანამ ფინანსური ბაზრების ინტეგრაციაზე შეთანხმებას მიაღწია
ევროკავშირის ექვსმა ქვეყანამ ფინანსური ბაზრების ინტეგრაციაზე შეთანხმებას მიაღწია

ევროკავშირის ექვსმა ქვეყანამ ფინანსური ბაზრების ინტეგრაციაზე შეთანხმებას მიაღწია

BM.GE29 მაისი, 2026, 17:26|bm.ge

ევროკავშირის ექვსმა უმსხვილესმა წევრმა სახელმწიფომ ფინანსური ბაზრების ინტეგრაციისა და ზედამხედველობის პაკეტზე მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწია. არსებული ინფორმაციით, გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის, პოლონეთისა და ნიდერლანდების ფინანსთა მინისტრებმა ბერლინში გამართულ მოლაპარაკებებზე პოზიციების შეჯერება, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად მაინც შეძლეს. Reuters-ის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ევროპული ბლოკის ერთიან, უოლ-სტრიტის სტილის მსგავს, მძლავრ საინვესტიციო სივრცედ გარდაქმნას შეუწყობს ხელს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მოლაპარაკებების დროს ერთ-ერთ მთავარ სადავო საკითხად ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების ორგანოსთვის, ESMA-სთვის ზედამხედველობის უფლებამოსილების გაფართოება მიიჩნეოდა. საფრანგეთი და ესპანეთი სტრუქტურისთვის ახალი ბერკეტების დაუყოვნებლივ გადაცემას ითხოვდნენ, იტალია და ნიდერლანდები კი რვაწლიან გარდამავალ პერიოდს ემხრობოდნენ. მხარეები უფლებამოსილების მაქსიმალურად მოკლე ვადებში გაზრდაზე შეთანხმდნენ, თუმცა კონკრეტული თარიღები დოკუმენტში არ გაუწერიათ. რაც შეეხება თავად გერმანიას, ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ქვეყანა კომპრომისულ გადაწყვეტილებას მიემხრო.

ცნობისთვის, აღნიშნული საინვესტიციო გეგმა ევროკავშირში უკვე ათი წელია განიხილება, თუმცა პროცესს ირლანდიისა და ლუქსემბურგის წინააღმდეგობა აფერხებდა. აღსანიშნი ფაქტია, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება 15 ქვეყნის თანხმობას მოითხოვს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 169 სტატია.

  • რადიკალური ოპოზიცია დაცლილია ეროვნული შინაარსისგან, ხელოვნურადაც კი არ შეუძლიათ თქვან, რომ ევროკავშირის ინტერესებზე წინ საქართველოს ინტერესები დგას, რასაც სერბეთში ამბობენ - შალვა პაპუაშვილირუსთავი 2
  • გერმანია კანადისთვის ევროკავშირის „ასოცირებული წევრის“ სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგებაფორმულა
  • ბოჭორიშვილის უწყება შეშფოთებულია იმის გამო, რომ ევროკავშირმა ოპოზიციის აკრძალვის პროცესი გააკრიტიკანეტგაზეთი
  • ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ხუთი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელებსტვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE