მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ევროპაში გაზის მარაგები შესაძლოა კრიტიკულ დონემდე შემცირდეს - Equinor
ევროპაში გაზის მარაგები შესაძლოა კრიტიკულ დონემდე შემცირდეს - Equinor

ევროპაში გაზის მარაგები შესაძლოა კრიტიკულ დონემდე შემცირდეს - Equinor

BM.GE24 მაისი, 2026, 15:40|bm.ge

ნორვეგიული ენერგოკომპანია Equinor-ის ხელმძღვანელების განცხადებით, თუ ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის შეფერხება კიდევ ერთიდან სამ თვემდე გაგრძელდება, ევროპა გაზის მარაგების კრიტიკული დეფიციტის წინაშე აღმოჩნდება.

ანალიტიკოსების განმარტებით, ბუნებრივი აირის დაბალი რეზერვები და არასტაბილური ფასები საცავების შევსების პროცესს საგრძნობლად აფერხებს. კერძოდ, ამჟამად ევროპული საცავები 35%-ზე ოდნავ მეტადაა შევსებული, რაც სეზონურ ნორმაზე, კერძოდ კი 50%-ზე ბევრად ნაკლებია. ევროკავშირის მიერ დადგენილი რეგულაციით კი, წევრმა ქვეყნებმა ზაფხულის პერიოდში რეზერვები იმგვარად უნდა დააგროვონ, რომ ოქტომბრიდან დეკემბრის დასაწყისამდე საცავების 90%-იანი ნიშნული უზრუნველყონ.

Equinor-ის ხელმძღვანელის განმარტებით, ომის დასრულებისა და სრუტის სწრაფი გახსნის შემთხვევაში, ევროპა მარაგების მისაღებ, თუმცა 75%-იან დონეს მიაღწევს, ბლოკადის გაგრძელება კი ვითარებას მკვეთრად გააუარესებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE