მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ევროპის გამოწვევები საქართველოდან არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით" - საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით სემინარი გაიმართა
"ევროპის გამოწვევები საქართველოდან არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით" - საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით სემინარი გაიმართა

"ევროპის გამოწვევები საქართველოდან არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით" - საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით სემინარი გაიმართა

BM.GE24 ივნისი, 2026, 10:58|bm.ge

2026 წლის 23 ივნისს, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა ევროპული სემინარი, რომელიც მიეძღვნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არალეგალური მიგრაციის საკითხებს.

ინფორმაციას საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, ღონისძიებას, რომელიც გახსნეს საფრანგეთის ელჩმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, ევროკავშირის დელეგაციის შესაბამის ატაშეებთან ერთად ესწრებოდნენ ევროკავშირის რამდენიმე წევრი სახელმწიფოს და შენგენის ზონის ქვეყნების (გერმანია, ესპანეთი, საბერძნეთი, იტალია, პოლონეთი, შვეიცარია) წარმომადგენლები, მათ შორის უსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებელი პირები, საკონსულო სამსახურების წარმომადგენლები და პოლიტიკური მრჩევლები. ღონისძიებაში აგრეთვე მონაწილეობდა სააგენტო Frontex.

"საქართველოსა და შენგენის ზონას შორის არსებული თავისუფალი მიმოსვლის კონტექსტში, მონაწილე წევრმა სახელმწიფოებმა წარმოადგინეს ანგარიში მიგრაციისა და უსაფრთხოების დარგში მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ, რომელიც ასახავდა 2025 წლის მეორე ნახევრიდან ზრდის ტენდენციას და ერთხმად აღნიშნეს ახალი, ერთობლივი ინიციატივების განხილვის აუცილებლობა, უსაფრთხოების ამ გამოწვევებზე რეაგირების გაუმჯობესების მიზნით", - წერია საფრანგეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვებგვერდის შემდეგ, კონკურენციის სააგენტო ფასდაკლებული პროდუქტების აპლიკაციის შექმნასაც გეგმავს - ლექვინაძე

ვებგვერდის შემდეგ, კონკურენციის სააგენტო ფასდაკლებული პროდუქტების აპლიკაციის შექმნასაც გეგმავს - ლექვინაძე

BM.GE

₾53.8 მილიონის ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო რეალიზაციის საქმეზე 24 კომპანიას და 31 ფიზიკურ პირს ბრალი წარედგინა

₾53.8 მილიონის ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო რეალიზაციის საქმეზე 24 კომპანიას და 31 ფიზიკურ პირს ბრალი წარედგინა

BM.GE

სებ-მა ვალუტის გადამცვლელი პუნქტი „ვალუტა+“ ₾5.5 მილიონით დააჯარიმა - მიზეზები

სებ-მა ვალუტის გადამცვლელი პუნქტი „ვალუტა+“ ₾5.5 მილიონით დააჯარიმა - მიზეზები

BM.GE

"სომხეთი ევროპაში განვითარებული მოვლენების შუაგულში შეიძლება აღმოჩნდეს"– EU-ს ელჩი სომხეთში

"სომხეთი ევროპაში განვითარებული მოვლენების შუაგულში შეიძლება აღმოჩნდეს"– EU-ს ელჩი სომხეთში

BM.GE