მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ევროპის რომელ ქვეყანას ჰყავს ყველაზე მეტი თინეიჯერი მეწარმე და სად არის ახალგაზრდების დასაქმება ყველაზე მაღალი
ევროპის რომელ ქვეყანას ჰყავს ყველაზე მეტი თინეიჯერი მეწარმე და სად არის ახალგაზრდების დასაქმება ყველაზე მაღალი

ევროპის რომელ ქვეყანას ჰყავს ყველაზე მეტი თინეიჯერი მეწარმე და სად არის ახალგაზრდების დასაქმება ყველაზე მაღალი

BM.GE4 მაისი, 2026, 02:20|bm.ge

Euronews-ის თანახმად, ევროკავშირის სამუშაო ძალის 8%-ს ახალგაზრდა, 20-დან 29 წლამდე მეწარმეები შეადგენენ, რაც ორ მილიონზე მეტ ადამიანს უდრის. Eurostat-ის უახლესი მონაცემებით, ყველაზე მაღალი მაჩვენებლები სლოვაკეთში (12%), მალტასა (10.5%) და რუმინეთში (10%) ფიქსირდება.

ჩეხეთში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში, ლატვიაში, კვიპროსში, ბელგიაში, პოლონეთში, ფინეთში, ხორვატიაში, დანიასა და ლიეტუვაში ეს მაჩვენებელი 8%-დან 10%-მდე მერყეობს.

ამავდროულად, ახალგაზრდა მეწარმეების ყველაზე დაბალი წილი ირლანდიას (5%), ბულგარეთსა (5%) და ესპანეთს (6%) აქვთ.

ამ ორ მილიონ ადამიანს ემატება 69 000 თინეიჯერი, 15-დან 19 წლამდე მეწარმე/ანტრეპრენიორი - ჯგუფი, რომელიც 2022 წლის შემდეგ 10%-ით გაიზარდა.

Eurostat-ის მიერ შესწავლილ ქვეყნებს შორის თინეიჯერი მეწარმეების ყველაზე მაღალი რაოდენობა ნიდერლანდებსა და იტალიაში ფიქსირდება, შესაბამისად, 12 000 და 11 000 თინეიჯერი მეწარმით.

ევროკავშირის მიღმა, კიდევ უფრო დიდი ზრდა შეიმჩნევა თურქეთში, სადაც საკუთარ ბიზნესს უკვე თითქმის 33 000 თინეიჯერი მართავს.

რომელ ქვეყნებშია ახალგაზრდების დასაქმების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი?

რაც შეეხება ახალგაზრდების დასაქმების უფრო ფართო ბაზარს, Eurostat-ის მონაცემებით, 20-დან 29 წლამდე ახალგაზრდების დაახლოებით 66% დასაქმებულია.

ეს მაჩვენებელი ბოლო 10 წლის განმავლობაში 6 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი. აქაც ნიდერლანდები ლიდერობს ახალგაზრდებში დასაქმების შთამბეჭდავი 84%-იანი მაჩვენებლით, მას მოსდევს მალტა 82%-ით და გერმანია 77%-ით.

ახალგაზრდების (20-29 წლის) დასაქმების მაჩვენებელი:

ნიდერლანდები - 84%მალტა - 82%გერმანია - 77%ირლანდია - 76%დანია - 74%ავსტრია - 74%კვიპროსი - 72%ესტონეთი - 72%ლიეტუვა - 71%შვედეთი - 69%ლატვია - 69%პოლონეთი - 69%საფრანგეთი - 67%სლოვენია - 66%პორტუგალია - 66%ფინეთი - 65%უნგრეთი - 64%ჩეხეთი - 63%ლუქსემბურგი - 61%ხორვატია - 60%სლოვაკეთი - 59%ბელგია - 58%ესპანეთი - 58%საბერძნეთი - 56%ბულგარეთი - 52%რუმინეთი - 52%იტალია - 47%

ამავდროულად, იტალია ამ მხრივ უარყოფითად გამოირჩევა - ევროკავშირში ახალგაზრდების დასაქმების ყველაზე დაბალი მაჩვენებლით (დაახლოებით 48%), რაც უფრო დაბალია, ვიდრე ევროკავშირის არაწევრი ორი ქვეყნის - სერბეთისა (55%) და ჩრდილოეთ მაკედონიის (50%) მაჩვენებლები. რუმინეთი და მისი მეზობელი ბულგარეთიც ჩამორჩებიან ბლოკის ქვეყნებს - ორივეგან მაჩვენებელი 50%-იან ზღვარს ოდნავ აღემატება.

ცნობისთვის, საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში 20-დან 24-წლამდელთა ახალგაზრდების დასაქმების დონე 42% იყო, 25-29 ასაკობრივ კატეგორიაში კი - 60.2%.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE