მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ევროპის საბჭოს ანგარიშის მიხედვით, საქართველო 100 ათას მოსახლეს შორის პატიმრების რაოდენობით მეოთხე ადგილზეა
ევროპის საბჭოს ანგარიშის მიხედვით, საქართველო 100 ათას მოსახლეს შორის პატიმრების რაოდენობით მეოთხე ადგილზეა

ევროპის საბჭოს ანგარიშის მიხედვით, საქართველო 100 ათას მოსახლეს შორის პატიმრების რაოდენობით მეოთხე ადგილზეა

BM.GE19 მაისი, 2026, 23:31|bm.ge

ევროპის საბჭოს ყოველწლიურ ანგარიშში "ციხეები და პატიმრები ევროპაში“ წერია, რომ 100 ათას მოსახლეზე საქართველო პატიმრების რაოდენობით ევროპაში მე-4 ადგილზეა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპაში პატიმრობის მაჩვენებლები კვლავაც მკვეთრად არაერთგვაროვანია, რაც ასახავს რეგიონებს შორის არსებულ განსხვავებულ სამართლებრივ ტრადიციებსა და დანაშაულთან ბრძოლის მიდგომებს. პატიმართა ყველაზე მაღალი კონცენტრაცია კვლავ აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ფიქსირდება, სადაც უპირატესობას საპატიმრო სასჯელებს ანიჭებენ. რეგიონში ლიდერობს თურქეთი, სადაც ყოველ 100 ათას მოსახლეზე 458 პატიმარი მოდის, მას მცირე განსხვავებით მოსდევენ აზერბაიჯანი (271), მოლდოვა (245) და საქართველო (232).

ანგარიში 31 იანვრისთვის არსებულ მდგომარეობას ასახავს, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ჯამში 8592 პატიმარია.

აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით, პატიმრების პოზიცია გაუმჯობესებულია. კერძოდ, გასული წლის მონაცემებით, საქართველო ევროპის საბჭოს 46 ქვეყანას შორის მეორე ადგილზე იყო პატიმრების ოდენობით. ყველა ქვეყანას შორის სიაში თურქეთი ლიდერობდა 408 პატიმრით, ხოლო საქართველო მეორე ადგილზე იყო 236 პატიმრით.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE