მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ევროპის ცენტრალური ბანკი ივნისში საპროცენტო განაკვეთს გაზრდის - Reuters
ევროპის ცენტრალური ბანკი ივნისში საპროცენტო განაკვეთს გაზრდის - Reuters

ევროპის ცენტრალური ბანკი ივნისში საპროცენტო განაკვეთს გაზრდის - Reuters

BM.GE17 მაისი, 2026, 16:46|bm.ge

Reuters-ის თანახმად, ევროპის ცენტრალური ბანკი ივნისში საპროცენტო განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით, 2.25%-მდე გაზრდას გეგმავს. როგორც გამოცემის მიერ გამოკითხული ეკონომისტები ვარაუდობენ, აღნიშნული გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე გაზრდილი ინფლაციური წნეხი დასახელდება.

ექსპერტთა ვარაუდით, მარეგულირებელი ამ ნაბიჯით შეეცდებიან, შეამცირონ ის გავლენა, რაც ენერგორესურსების ფასების შოკს ძირითად ინფლაციაზე შეიძლება ჰქონდეს. საყურადღებოა, რომ ანალიტიკოსების უმრავლესობა წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის მინიმუმ კიდევ ერთხელ გამკაცრებასაც პროგნოზირებს.

Morgan Stanley-ის ეკონომისტის, იენს ეიზენშმიდტის განცხადებით, ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობის შესანარჩუნებლად განაკვეთის მინიმუმ ორჯერ გაზრდა გარდაუვალია.

შეგახსენებთ, სამომხმარებლო ფასების ინდექსმა ECB-ის 2%-იან სამიზნე მაჩვენებელს უკვე გადააჭარბა. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის მესამე თვეს ნავთობის ფასმა ბარელზე $100-ს გადააჭარბა, რამაც კიდევ უფრო შეაფერხა ინფლაციის შემცირება.

გამოკითხული ექსპერტების აზრით, მიმდინარე წლის ბოლომდე ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 3.2%-ს მიაღწევს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE