მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი გაზარდა
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი გაზარდა

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი გაზარდა

BM.GE10 სექტემბერი, 2026, 20:22|bm.ge

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით გაზარდა და 2.5%-იან ნიშნულზე განსაზღვრა. ECB-ის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ევროზონაში მზარდი ინფლაციური ზეწოლის, ირანთან მიმდინარე ომისა და ობლიგაციების განაკვეთების მკვეთრი ზრდის გამო მიიღეს.

ცნობისთვის, აგვისტოში ევროზონაში ინფლაციის დონემ 3.3%-ს მიაღწია, საიდანაც ენერგომატარებლების ფასების ზრდამ 14.3% შეადგინა. 3.3%-იანი ინფლაცია მნიშვნელოვნად აღემატება სამიზნე მაჩვენებელს, რის გამოც ცენტრალურ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება უწევს.

შეგახსენებთ, ECB-მ განაკვეთები 2023 წლის შემდეგ პირველად ივნისში გაზარდა და 2.25%-მდე აწია, რის შემდეგაც საბჭომ მომდევნო შეხვედრაზე განაკვეთების უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ უწყება კონკრეტული სამოქმედო გეგმით შეზღუდული არ არის და გადაწყვეტილებებს ყოველ შეხვედრაზე არსებული ეკონომიკური მონაცემების გათვალისწინებით მიიღებს.

ანალიტიკოსების შეფასებით, განაკვეთის 2.5%-იან ნიშნულზე შენარჩუნება აშშ-ირანის კონფლიქტის დეესკალაციასა და ენერგობაზრების სტაბილიზაციას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ECB-ს უფრო მეტად მოუწევს განაკვეთის გაზრდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

BM.GE

მკვლევრებმა ადამიანის დნმ-ით ინსულტის რისკის პროგნოზირებისთვის ChatGPT-ის მსგავსი ტექნოლოგია გამოიყენეს

მკვლევრებმა ადამიანის დნმ-ით ინსულტის რისკის პროგნოზირებისთვის ChatGPT-ის მსგავსი ტექნოლოგია გამოიყენეს

BM.GE

FDI, ფულადი გზავნილები, ვაჭრობა... - რა ეკონომიკური კავშირები გვაქვს საბერძნეთთან, სადაც ბრუნვა 105%-მდე გაიზარდა?

FDI, ფულადი გზავნილები, ვაჭრობა... - რა ეკონომიკური კავშირები გვაქვს საბერძნეთთან, სადაც ბრუნვა 105%-მდე გაიზარდა?

BM.GE

„საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - თსუ-დან რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობა იმართება

„საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - თსუ-დან რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობა იმართება

BM.GE