მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ევროპის ყველაზე იაფი და ძვირი ქალაქები 2026 წლის არდადეგებისთვის
ევროპის ყველაზე იაფი და ძვირი ქალაქები 2026 წლის არდადეგებისთვის

ევროპის ყველაზე იაფი და ძვირი ქალაქები 2026 წლის არდადეგებისთვის

BM.GE30 მაისი, 2026, 23:48|bm.ge

ავიაბილეთებზე ფასების ზრდის ფონზე, ევროპაში მოკლემანძილიანი მოგზაურობები ამ ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ტრენდი იქნება - დამსვენებლები ძვირად ღირებულ შორ მოგზაურობებს უფრო იაფი და მარტივი ალტერნატივებით ანაცვლებენ.

დიდი ბრიტანეთის Post Office Travel Money-ის უახლესი ბარომეტრის (City Costs Barometer) მიხედვით გამოვლინდა, ევროპის რომელი ქალაქები სთავაზობს მოგზაურებს ყველაზე იაფ და ძვირ ფასებს დანიშნულების ადგილზე ჩასვლის შემდეგ.

ისტორიაში ყველაზე მასშტაბური კვლევის ფარგლებში, ანგარიშმა ევროპის 50 ქალაქში 2 ადამიანისთვის 12 ყოველდღიური ტურისტული სერვისისა თუ ნივთის ღირებულება გააანალიზა. იმისათვის, რომ მოგზაურებისთვის ქალაქში დასვენების რეალური ხარჯების სურათი შეექმნათ, სიაში შეიტანეს: ფინჯანი ყავა, ბოთლი ლუდი, ერთი ქილა კოკა-კოლა ან პეპსი, ერთი ჭიქა ღვინო და ვახშამი ორ ადამიანზე.

ხარჯებში ასევე გაითვალისწინეს ტრანსპორტირებაც: აეროპორტიდან ავტობუსის ან მატარებლის ორმხრივი ბილეთი და 48-საათიანი სამგზავრო ბარათი; ტურისტული ღირსშესანიშნაობების ავტობუსით დათვალიერება, ასევე წამყვანი ისტორიული ძეგლის, საუკეთესო მუზეუმისა და ხელოვნების გალერეის ბილეთების ფასები. და ბოლოს, ხარჯებს დაემატა 3-ვარსკვლავიან სასტუმროში 2 ადამიანის ორი ღამით განთავსების ღირებულებაც.

ანგარიშის მიხედვით, ევროპის ზოგიერთი ქალაქი "ჩასვლის შემდეგ საგრძნობლად იაფია".

"კვება ნაკლები ჯდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხელმისაწვდომია და გარკვეული სანახაობები იმაზე იაფი ღირს, ვიდრე ეს მოსალოდნელია. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ მეტი ნახოთ, მეტხანს დარჩეთ გარეთ და შეიგრძნოთ ქალაქი ფასებისა და შეზღუდვების მუდმივი კონტროლის გარეშე".

ბარომეტრის თანახმად, ხელსაყრელი ფასების რეიტინგში კვლავ აღმოსავლეთ ევროპა დომინირებს - ევროპის ყველაზე იაფი დასასვენებელი ქალაქების ტოპ 10-ში 8 ადგილი სწორედ ამ რეგიონმა დაიკავა.

ისტორიაში პირველად, 2026 წლისთვის ევროპის საუკეთესო ფასის მქონე ქალაქად სარაევო დასახელდა, სადაც 12-პუნქტიანი ჩამონათვალი ჯამში 287 ევრო ჯდება. ბოსნია და ჰერცეგოვინის დედაქალაქთან ერთად, ხუთეულში შევიდნენ ბუქარესტი, ტირანა, ბელგრადი და ტრენჩინი.

ევროპის 10 ყველაზე იაფი ქალაქი დასასვენებლად:

1. სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა: €2872. ბუქარესტი, რუმინეთი: €2993. ტირანა, ალბანეთი: €304.504. ბელგრადი, სერბეთი: €3075. ტრენჩინი, სლოვაკეთი: €3156. რიგა, ლატვია: €3227. ლილი, საფრანგეთი: €3348. ვილნიუსი, ლიეტუვა: €3349. სტრასბურგი, საფრანგეთი: €36910. პოდგორიცა, მონტენეგრო: €384.50

სკალას მეორე მხარეს, 2026 წლის ყველაზე ძვირად ღირებულ ევროპულ ქალაქად ოსლო დასახელდა, სადაც 12-პუნქტიანი ჩამონათვალი €850 ჯდება.

ნორვეგიის დედაქალაქთან ერთად, ყველაზე ძვირიანი ქალაქების ხუთეულში შედიან კოპენჰაგენი, ედინბურგი, ჟენევა და ბარსელონა.

"განთავსების მაღალი ფასები და ძვირად ღირებული კვების ობიექტები ზოგად ფასებსაც ზევით სწევს", - ნათქვამია ანგარიშში.

ევროპის 10 ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქი დასასვენებლად:

1. ოსლო, ნორვეგია: €8502. კოპენჰაგენი, დანია: €7773. ედინბურგი, შოტლანდია: €773.504. ჟენევა, შვეიცარია: €7465. ბარსელონა, ესპანეთი: €7426. დუბლინი, ირლანდია: €7077. ამსტერდამი, ნიდერლანდები: €7058. კორკი, ირლანდია: €6979. ვენეცია, იტალია: €67210. მადრიდი, ესპანეთი: €672

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროპის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 100 სტატია.

  • ცეცხლის ალყაში მოქცეული ევროპა - მასშტაბური ხანძრები და საფრთხე ატომურ ელექტროსადგურზერუსთავი 2
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
  • საქართველოს ნაკრები გოლფში ევროპის გუნდურ ჩემპიონატში მონაწილეობს, რომელიც მალტაში გაიმართებაიმედი
  • კალაძე დატბორილ ქუჩებზე: მსგავს შემთხვევებს ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიფორმულა
ევროპის →

მსგავსი სტატიები

Apple-ის კვარტალურმა შემოსავალმა $109.42 მილიარდს გადააჭარბა

Apple-ის კვარტალურმა შემოსავალმა $109.42 მილიარდს გადააჭარბა

BM.GE

სარეცხი ფხვნილი, კბილის პასტა... - ekalata.gov.ge–ზე საყოფაცხოვრებო და ჰიგიენის პროდუქტებიც დაემატა

სარეცხი ფხვნილი, კბილის პასტა... - ekalata.gov.ge–ზე საყოფაცხოვრებო და ჰიგიენის პროდუქტებიც დაემატა

BM.GE

სოფელ ყიზილ-აჯლოს ბუნებრივი აირით „სოკარ ჯორჯია გაზი“ მოამარაგებს|სემეკის გადაწყვეტილება

სოფელ ყიზილ-აჯლოს ბუნებრივი აირით „სოკარ ჯორჯია გაზი“ მოამარაგებს|სემეკის გადაწყვეტილება

BM.GE

ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით, 2026 წლის I ნახევარში კი 7.9%-ით გაიზარდა | საქსტატი

ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით, 2026 წლის I ნახევარში კი 7.9%-ით გაიზარდა | საქსტატი

BM.GE