მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ევროპული კომისიის წარმომადგენლებს ღია, საჯარო განხილვას ვთავაზობთ - ირაკლი კობახიძე
ევროპული კომისიის წარმომადგენლებს ღია, საჯარო განხილვას ვთავაზობთ - ირაკლი კობახიძე

ევროპული კომისიის წარმომადგენლებს ღია, საჯარო განხილვას ვთავაზობთ - ირაკლი კობახიძე

BM.GE3 ნოემბერი, 2026, 23:50|bm.ge

"ჩვენ ვთავაზობთ ევროპული კომისიის წარმომადგენლებს ღია, საჯარო განხილვას ყველა საკითხზე", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მონაწილეობისას განაცხადა.

კობახიძის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული თარგმანით, კობახიძემ თქვა, რომ ყველაფერი, რაც ანგარიშშია შესული, არ შეესაბამება რეალობას, ამიტომ, ქართული მხარე ევროკომისიას ღია, საჯარო დებატებს სთავაზობს.

„რიტორიკა არის ევროკავშირის მხრიდან მთავარი. ჩვენ ვაკრიტიკებთ ევროპელ ბიუროკრატებს. ჩვენ ვთავაზობთ ევროპული კომისიის წარმომადგენლებს საჯარო დისკუსიას, საჯარო დებატებს, იმიტომ, რომ ჩვენ გვწამს, რომ ყველაფერი, რაც ანგარიშშია შესული, არ შეესაბამება რეალობას. ჩვენ სრულად ვართ დარწმუნებულები. მაგრამ, მოდით, ვიკამათოთ გავმართოთ საჯარო დებატები ევროპული კომისიის წარმომადგენლებთან. ეს არის პოლიტიზებული ანგარიში. ევროპული კომისია აქვეყნებს ანგარიშს, რომელიც ექსპერტების შეფასებას ეყრდნობა. ამ შეფასებიდან, საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი დემოკრატიული ქვეყანაა. კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები დაცულია ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა“, - განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები და ეს უნდა იყოს საჯარო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 176 სტატია.

  • კობახიძე ვისაც საჭიროა (ევროპაში) პირში ეუბნება ყველაფერს - ირაკლი კირცხალიატვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე ბრიუსელში "ევრონიუსის" მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობასრუსთავი 2
  • კობახიძე ღარიბაშვილის შეწყალებაზე: არავითარი საფუძველი არ აქვს ამ კითხვასფორმულა
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

მხოლოდ შენობების აღდგენა ეფექტური ვერ იქნება კურორტის განვითარებისთვის - წყალტუბოს განვითარების ჯგუფი

მხოლოდ შენობების აღდგენა ეფექტური ვერ იქნება კურორტის განვითარებისთვის - წყალტუბოს განვითარების ჯგუფი

BM.GE

"რატომ გსურთ ევროკავშირში გაწევრიანება?" — რა ისაუბრა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში გამართულ დებატებში

"რატომ გსურთ ევროკავშირში გაწევრიანება?" — რა ისაუბრა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში გამართულ დებატებში

BM.GE

OpenAI-მ ეროვნული უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელად აშშ-ის არმიის ექს-მინისტრი დანიშნა

OpenAI-მ ეროვნული უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელად აშშ-ის არმიის ექს-მინისტრი დანიშნა

BM.GE

"მედიაპლურალიზმი ბიძინა ივანიშვილის და მის მიერ მოტანილი დემოკრატიული გარდატეხის დამსახურება" - ირაკლი კობახიძე

"მედიაპლურალიზმი ბიძინა ივანიშვილის და მის მიერ მოტანილი დემოკრატიული გარდატეხის დამსახურება" - ირაკლი კობახიძე

BM.GE