მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ფასების კომისიამ" რეკომენდაციების შემუშავებისას საერთაშორისო გამოცდილება შეისწავლა - ბერეკაშვილი
"ფასების კომისიამ" რეკომენდაციების შემუშავებისას საერთაშორისო გამოცდილება შეისწავლა - ბერეკაშვილი

"ფასების კომისიამ" რეკომენდაციების შემუშავებისას საერთაშორისო გამოცდილება შეისწავლა - ბერეკაშვილი

BM.GE1 მაისი, 2026, 13:33|bm.ge

ფასების საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელმა, შოთა ბერეკაშვილმა, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, ბაზარზე სახელმწიფოს მხრიდან ფასების რეგულირების რისკებზე ისაუბრა. მისი თქმით, კომისიამ ევროპის ოთხი ქვეყნის უნგრეთის, რუმინეთის, საფრანგეთისა და საბერძნეთის მაგალითები შეისწავლა, რომლებმაც ინფლაციურ წნეხს სხვადასხვა მეთოდით უპასუხეს.

ბერეკაშვილის განმარტებით, იმ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფომ ფასების ზედა ზღვარი ან მარჟები მკაცრად განსაზღვრა, შედეგი ეკონომიკისთვის დამაზიანებელი აღმოჩნდა.

„ჩვენ შევისწავლეთ ასევე მოკლევადიანი ინტერვენციების მექანიზმები. ეს გულისხმობს, რომ ინფლაციურ წნეხის პერიოდში კონკრეტულმა ქვეყნებმა მიმართეს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. ეს მოდელები მოკლევადიან პერიოდში ეფუძნებოდა როგორც მსუბუქ, ასევე აგრესიულ ინტერვენციებს.

აგრესიული ინტერვენცია განხორციელდა მაშინ, როდესაც მოხდა კონკრეტული პროდუქტების შერჩევა. ეს მიდგომა გამოყენებულ იქნა უნგრეთში, სადაც თავდაპირველად შეირჩა 15 პროდუქტი და განისაზღვრა ფასების ზედა ზღვარი. ამ მიდგომამ გამოიწვია მნიშვნელოვანი რყევები ბაზარზე. პირველ რიგში, შემცირდა ასორტიმენტი. მეორე, შემცირდა მოცულობები. თუ ერთი ლიტრიანი პროდუქტი ღირდა ერთი ლარი, მოგვიანებით იგივე ფასად ნახევარლიტრიანი გახდა. ასევე, ერთი პროდუქტის გაიაფებამ გამოიწვია სხვა პროდუქტების გაძვირება. მომხმარებელი ჯამურად დაზარალდა“.

კომისიის ხელმძღვანელმა ასევე განიხილა რუმინეთის მოდელი, სადაც რეგულაცია მარჟების დონეზე დაწესდა.

„რუმინეთში მარჟების დონეზე დაწესდა ზედა ზღვარი. ეს გულისხმობდა, რომ იმპორტიორებზე, დისტრიბუტორებზე და საცალო ქსელებზე განისაზღვრა კონკრეტული მაქსიმალური მარჟები. შედეგად მოხდა ბაზრის მნიშვნელოვანი დისტორცია. გამოიკვეთა ხარჯების ხელოვნური ზრდა, რადგან მარჟა ემატებოდა თვითღირებულებას, რამაც გამოიწვია თვითღირებულების გაზრდა. აქაც დაფიქსირდა იგივე პრობლემები, ასორტიმენტის შემცირება, დეფიციტის გაჩენა და ფასების ხელოვნური გაბერვა. გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკამ და მომხმარებელმა უფრო მეტი ზარალი მიიღეს, ვიდრე სარგებელი“.

აგრესიული მეთოდების საპირისპიროდ, ბერეკაშვილმა ყურადღება გაამახვილა საფრანგეთსა და საბერძნეთზე, სადაც აქცენტი ბიზნესთან თანამშრომლობასა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე გაკეთდა.

„საინტერესო იყო საფრანგეთისა და საბერძნეთის მოდელები, რომლებიც ეფუძნებოდა ბაზრის ქცევის მექანიზმების გამოყენებას. საბერძნეთის მაგალითში მთავრობამ სექტორთან ერთად შექმნა ე.წ. „ბერძნული კალათა“. საცალო ქსელები თავად განსაზღვრავდნენ კონკრეტული ბრენდების პროდუქტებს, რომელთაც საუკეთესო ფასდაკლებით სთავაზობდნენ მომხმარებლებს. ინიციატივა იმდენად პოპულარული გახდა, რომ ქსელებმა ეს შეთავაზება 60-მდე პროდუქტზე გააფართოვეს. ასევე შეიქმნა სპეციალური ციფრული პლატფორმა... ეს სისტემა დღესაც ფუნქციონირებს და ერთ-ერთ პოპულარულ პროგრამად ითვლება საბერძნეთში“.

რაც შეეხება საფრანგეთს, იქ სახელმწიფოს ჩარევა მინიმალური იყო.

„ქსელებმა საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აიღეს ვალდებულება, რომ მომხმარებლებისთვის შეეთავაზებინათ საუკეთესო ფასები. ე.წ. „ფრანგულმა კალათამ“ გამოიღო შედეგი ფასები საშუალოდ დაახლოებით 15%-ით შემცირდა. განსხვავებით საბერძნეთისგან, საფრანგეთში სახელმწიფოს მხრიდან არ ყოფილა არც ჩარევა და არც რეკომენდაცია“.

შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, კომისიის დასკვნა სწორედ ამ საერთაშორისო პრაქტიკებს ეფუძნება და სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს.

„სწორედ მსგავსი მოდელებია წარმოდგენილი ჩვენს დასკვნაში რეკომენდაციის სახით. დასკვნა ეფუძნება სამ ძირითად მიმართულებას. პირველი არის სისტემური გარდაქმნა, რომელიც გათვლილია საშუალოვადიან პერიოდზე, დაახლოებით 6-დან 9 თვემდე და დაფუძნებულია არასამართლიანი ვაჭრობის პრაქტიკის დირექტივასა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებზე“.

ბერეკაშვილის თქმით, უფრო დეტალურად ქვეყნების მაგალითებზე საუბარი შემაჯამებელ დოკუემნტშია, რომელიც დღეს უნდა გამოქვეყნდეს,

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შესაძლოა, ბავშვთა კვებაზე რეფერენტული ფასები დაწესდეს - „ფასების კომისიის“ რეკომენდაცია

შესაძლოა, ბავშვთა კვებაზე რეფერენტული ფასები დაწესდეს - „ფასების კომისიის“ რეკომენდაცია

BM.GE

ელის თუ არა OPEC-ს დაშლა და რას გამოიწვევს კარტელიდან საამიროების გასვლა?

ელის თუ არა OPEC-ს დაშლა და რას გამოიწვევს კარტელიდან საამიროების გასვლა?

BM.GE

ყველა ტიპის ფერმერთან მიმართებით შესაბამისი პროგრამები გვაქვს - დავით სონღულაშვილი

ყველა ტიპის ფერმერთან მიმართებით შესაბამისი პროგრამები გვაქვს - დავით სონღულაშვილი

BM.GE

ქართველი ხელოვანები საერთაშორისო კოლექციონერების რუკაზე - SOLO-ს მხარდაჭერით, პირველი ქართული თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო აუქციონი გაიმართა

ქართველი ხელოვანები საერთაშორისო კოლექციონერების რუკაზე - SOLO-ს მხარდაჭერით, პირველი ქართული თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო აუქციონი გაიმართა

BM.GE