მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ფასების კომისიის მუშაობის შედეგად, ის შედეგი არ მივიღეთ, რისი მოლოდინიც გვქონდა" - ალექსანდრე რატიშვილი
"ფასების კომისიის მუშაობის შედეგად, ის შედეგი არ მივიღეთ, რისი მოლოდინიც გვქონდა" - ალექსანდრე რატიშვილი

"ფასების კომისიის მუშაობის შედეგად, ის შედეგი არ მივიღეთ, რისი მოლოდინიც გვქონდა" - ალექსანდრე რატიშვილი

BM.GE18 ივლისი, 2026, 14:15|bm.ge

"ფასების კომისიის მიმართ არსებული მაღალი მოლოდინების მიუხედავად, ის შედეგი არ დადგა, რასაც ველოდით" - ამის შესახებ BMG-სთან „გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ თავმჯდომარე, პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი კომპანია „ემსიბი ჯორჯიას“ ხელმძღვანელი ალექსანდრე რატიშვილი აცხადებს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პროცესში დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო, კომისიის დასკვნები ზოგად ხასიათს ატარებს და დაანონსებული „სერიოზული წინსვლა“ ამ დრომდე არ ჩანს.

რატიშვილის განცხადებით, ბიზნესს ჰქონდა მოლოდინი, რომ კომისია ადგილობრივი წარმოების ხელშემწყობ რეფორმებს ჩაუყრიდა საფუძველს, თუმცა რეალობა განსხვავებული აღმოჩნდა.

„საბოლოოდ ის შედეგი ჯერჯერობით, არ დადგა და არ მივიღეთ, რისი მოლოდინიც გვქონდა. სამწუხაროდ, ამ ოთხი თვის და მეტის მუშაობის განმავლობაში, ასეთი მკაფიო დასკვნა, რომელიც პირდაპირ რეკომენდაციებს გასცემდა, ჯერჯერობით არ არის. იქ ცოტა ზოგადი საუბრებია“ - ამბობს რატიშვილი BMG-სთან.

ამასთან, მისივე შეფასებით, ბაზარზე არსებული გარკვეული ფასდაკლებები არა კომისიის მუშაობის, არამედ კერძო სექტორის ინიციატივის შედეგია. ძირითად პროდუქტებზე კი, ფასები კვლავ მაღალი რჩება.

„დიდად, არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ საცალო ქსელებმა თავისი ინიციატივით გადაწყვიტეს გარკვეული ფასდაკლების კალათების შექმნა... მაგრამ ეს პრობლემის მოგვარების ის მასშტაბი არ არის, რისთვისაც ამხელა მოძრაობა დაიწყო. ხორცის ფასი 40 ლარს გადასცდა“ - განმარტავს რატიშვილი.

ამასთან, ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ფასებზე პირდაპირი ზემოქმედება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს ეწინააღმდეგება და გამოსავალი მხოლოდ ფუნდამენტურ რეფორმებშია.

„მთავრობის ჩარევით ფასის ცვლილება წარმოუდგენელია საბაზრო ეკონომიკის პირობებში. ამას ერქვა სოციალისტური ეკონომიკა და იმედი მაქვს, რომ ეს აღარასოდეს აღარ იქნება. აქ სხვა რამეებზეა ლაპარაკი - იმ რეფორმებზე, რომელიც შეუძლია მთავრობას გაატაროს: გადასახადების საკითხი, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, რეგიონების განვითარება. ამ ყველაფრის მოგვარების გარეშე არც ფასებს ეშველება“ - აცხადებს რატიშვილი.

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროები კომისია ფასწარმოქმნის ჯაჭვისა და ბაზრის სპეციფიკის გარკვევაზე სამი თვის განმავლობაში მუშაობდა. კომისიის დასკვნის თანახმად, სექტორში ფასის ფორმირება წარმოადგენს კომპლექსურ პროცესს, რომელიც მწარმოებლების, იმპორტიორების/დისტრიბუტორებისა და საცალო ქსელების ერთობლივი გავლენით განისაზღვრება. ამასთან, ფასი არ ყალიბდება მხოლოდ თვითღირებულებაზე ან მარჟებზე დაყრდნობით, არამედ ის „მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საბრუნავი კაპიტალის ღირებულებაზე, კომერციულ პირობებზე, ლოგისტიკაზე და გარე ეკონომიკურ ფაქტორებზე”.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რამდენად ძვირი უჯდება ეკონომიკას სიგარეტის მოწევა - ესპანური კვლევის შედეგები

რამდენად ძვირი უჯდება ეკონომიკას სიგარეტის მოწევა - ესპანური კვლევის შედეგები

BM.GE

სადაც ახალი იდეები იბადება - თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

სადაც ახალი იდეები იბადება - თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

BM.GE

"გვესმის, რისი შეცვლაა გადაუდებელი და რისი - არა" | მარიამ ლაშხი განათლების რეფორმაზე

"გვესმის, რისი შეცვლაა გადაუდებელი და რისი - არა" | მარიამ ლაშხი განათლების რეფორმაზე

BM.GE

სატიშ ბჰატი: ენერგეტიკის მომავალი ახალი თაობის პროფესიონალებზეა დამოკიდებული

სატიშ ბჰატი: ენერგეტიკის მომავალი ახალი თაობის პროფესიონალებზეა დამოკიდებული

BM.GE