მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ფასების საპარლამენტო კომისია" ხელისუფლებას მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას ურჩევს
"ფასების საპარლამენტო კომისია" ხელისუფლებას მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას ურჩევს

"ფასების საპარლამენტო კომისია" ხელისუფლებას მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას ურჩევს

BM.GE1 მაისი, 2026, 15:46|bm.ge

"ფასების საპარლამენტო კომისიის" თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილის თქმით, ხელისუფლებას მცირე და საშუალო მწარმოებლების მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს - ეს არის ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი კომისიის დასკვნაში გაიწერა. ეს დასკვნა კომისიის სხდომაზე დღეს მისმა თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა წარადგინა.

როგორც მან განაცხადა, კომისიის რეკომენდაცია მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის რიგი გადასახადების შემსუბუქებასა და გაუქმებასაც ითვალისწინებს.

"მცირე და საშუალო მწარმოებლებს განსაკუთრებული [ყურადღება] უნდა დაეთმოს. საჭიროა და ჩვენი რეკომენდაციაა, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მცირე და საშუალო მწარმოებლის მხარდაჭერა სპეციალური პროგრამებით გააძლიეროს, რადგან მათ ბაზარზე უკეთესი ოპერირების საშუალება უნდა მიეცეთ.

უფრო მეტსაც გეტყვით, რეკომენდაციის ნაწილი მოიცავს იმასაც, რომ მათთვის რიგი კომერციული ხარჯები უნდა შემცირდეს ან გაუქმდეს, რომ მათ უფრო ადვილად შეეძლოთ ქსელში თავიანთი პროდუქციის განთავსება. ეს არის სისტემური გარდაქმნა, რომელიც აუცილებელია", - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

მისივე თქმით, კომისიის რეკომენდაცია პერსონალის გადამზადების ხელშეწყობასაც მოიცავს, რათა ადგილობრივმა წარმოებამ იმპორტის ბაზრებს გაუწიოს კონკურენცია.

"განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის 3-4-წლიანი სტრატეგია გაიწეროს. ეს განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის მიმართულებას ეხება. აქაც, ძირითადი გამოწვევა მცირე და საშუალო ბიზნესს აქვს არა კომერციული მექანიზმების, არამედ სამუშაო კაპიტალის სიმცირე და კაპიტალზე წვდომა.

ამ მიმართულებით განსაკუთრებით მიზანმიმართულად და წერტილოვნად უნდა მოხდეს სპეციალური პროგრამების კიდევ უფრო გააქტიურება, გრძელვადიან პერიოდში აქცენტი უნდა გაკეთდეს კაპიტალზე და პერსონალის გადამზადებაზე, იმიტომ რომ შეხვედრებში მნიშვნელოვნად გამოიკვეთა კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტი. ჩვენი მიზანია, ადგილობრივი წარმოება გახდეს კონკურენტუნარიანი, ამას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა რადგან თუკი ის არ იქნა კონკურენტუნარიანი, ეს საბოლოო ჯამში აზარალებს მომხმარებელს", - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

ფასების სამთავრობო კომისიის შექმნის შემდეგ, პრემიერის დავალებით პარლამენტში დროებითი კომისია თებერვლის დასაწყისში, სამი თვის ვადით შეიქმნა. მის მიზნად ფასწარმოქმნის მექანიზმების შესწავლის შემდეგ სხვადასხვა პროდუქტზე ფასების დარეგულირებისთვის რეკომენდაციების მომზადება სახელდება. ამ პერიოდის განმავლობაში, კომისიაზე უკვე მოუსმინეს მწარმოებლებს, რიტეილ სექტორის, სადისტრიბუციო და ფარმაცევტული კომპანიებისა და ნავთობიმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მხარდაჭერით

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 76 სტატია.

  • მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი: გავაგრძელებთ საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერას, რათა ძლიერი რეზოლუციის სისტემა იქონიოს. მსოფლიო ბანკს კვლავაც აქვს პატივი საქართველოს გვერდით იდგეს განვითარების ამ პროცესშირუსთავი 2
  • პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ანგარებით და შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და გამოძალვის ფაქტებზე ბრალდებულებს 17 და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათიმედი
  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
მხარდაჭერით →ბიზნესის →

მსგავსი სტატიები

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

BM.GE

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

BM.GE

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

BM.GE

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

BM.GE