მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ფაშინიანის თქმით, სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს 2027 ან 2028 წელს შეიტანს
ფაშინიანის თქმით, სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს 2027 ან 2028 წელს შეიტანს

ფაშინიანის თქმით, სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს 2027 ან 2028 წელს შეიტანს

BM.GE5 ნოემბერი, 2026, 02:00|bm.ge

სომხეთმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადის შეტანის შესაძლო ვადად 2027 ან 2028 წელი დაასახელა.

Euronews-ის გაფართოების სამიტზე გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანმა წევრობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამისი პროცესი უკვე დაიწყო. მთავრობის მეთაურის შეფასებით, „მომავალ წელს ეს მიზანი შესაძლოა რეალისტური იყოს და რეალისტური შეიძლება 2028 წელიც იყოს“.

ფაშინიანის განმარტებით, ევროკავშირში ინტეგრაცია 2018 წლის რევოლუციის შემდეგ სომხეთის დემოკრატიის დასაცავად მიღებულ სტრატეგიულ არჩევნად მიიჩნევა.

"ჩვენი ხალხისთვის დემოკრატია ვითარებათა დამთხვევა არ არის, ეს სტრატეგიული არჩევანია, დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში კი სომხეთის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი სწორედ ევროკავშირი იყო“ - თქვა ფაშინიანმა.

სომხეთის ლიდერის განცხადებით, მთავრობის უმთავრესი მიზანი საზოგადოებისთვის ალტერნატივის შექმნაა, რადგან ქვეყანაში და მის სამეზობლოში ტრადიციულად არსებობდა შეხედულება, რომ ერევანს სხვა არჩევანი არ გააჩნდა.

საყურადღებოა, რომ მოსკოვის მხრიდან გაჟღერებული მუქარის, მათ შორის ენერგორესურსების შესაძლო შეწყვეტის ფონზე, სომხეთის მთავრობა პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების დივერსიფიკაციას გეგმავს.

თავის მხრივ, ფაშინიანი რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც სომხეთი შესაძლოა „შემდეგ უკრაინად“ იქცეს. ამ სიტყვებს ლიდერმა უსაფუძვლო უწოდა და აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის დაცვა მისი ადმინისტრაციისთვის პრიორიტეტად ყოველატვის დარჩება.

„ჩვენი მიზანი დამოუკიდებლობის განმტკიცება და განვითარებაა, ქვეყნის მისწრაფებას კი, იყოს უფრო დამოუკიდებელი და ინტეგრირებული, ვერავინ შეამცირებს“. - განაცხადა სომხეთის ლიდერმა.

ამასთან, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციასა და რუსეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში დარჩენას შორის არსებული კომპრომისის შესახებ ინფორმირებულია. მისი თქმით, საბოლოო არჩევანი სომეხმა ხალხმა უნდა გააკეთოს. ამ კონტექსტში მან რეგიონულ მაგალითზეც გაამახვილა ყურადღება:

„ჩვენ შთაგვაგონა საქართველოს მტკიცე გადაწყვეტილებამ, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. სომხეთისთვის საქართველოს წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა საკუთარი ევროპული პერსპექტივა მკაფიოდ აღიქვან“. - თქვა ფაშინიანმა.

ცნობისთვის, ერევანი ამ ეტაპზე ევროკომისიასთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს და პროცესის დასრულებას 2029 წლისთვის გეგმავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 154 სტატია.

  • კობახიძე: ევროკავშირის მიმართ ძალიან მაღალია ნდობა, მაგრამ ევროპული კომისიის მიმართ დაბალიაფორმულა
  • საქართველოში პოლიციელებისთვის ცეცხლის წაკიდებას და სახელმწიფო ინსტიტუციებზე შეტევას ევროკავშირის ელჩი დემოკრატიად და თავისუფლების გამოხატვად აფასებდა, თუმცა ეს ყველაფერი ევრობიუროკრატიას ბუმერანგის ეფექტით მოუტრიალდა - ირაკლი ზარქუარუსთავი 2
  • ბოჭორიშვილის უწყება შეშფოთებულია იმის გამო, რომ ევროკავშირმა ოპოზიციის აკრძალვის პროცესი გააკრიტიკანეტგაზეთი
  • ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ხუთი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელებსტვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

ტრამპი თავდაცვის მდივნის პოსტიდან პიტ ჰეგსეთის გადაყენებას განიხილავს - CBS News

ტრამპი თავდაცვის მდივნის პოსტიდან პიტ ჰეგსეთის გადაყენებას განიხილავს - CBS News

BM.GE

"აი, ამიტომ წავაგეთ არჩევნები" - ჯეი დი ვენსმა X-ზე აღიარებითი პოსტი გამოაქვეყნა

"აი, ამიტომ წავაგეთ არჩევნები" - ჯეი დი ვენსმა X-ზე აღიარებითი პოსტი გამოაქვეყნა

BM.GE

ფონ დერ ლაიენმა ინოვაციური ბიზნესის მხარდასაჭერად ახალი სტრატეგია წარადგინა

ფონ დერ ლაიენმა ინოვაციური ბიზნესის მხარდასაჭერად ახალი სტრატეგია წარადგინა

BM.GE

ზურაბ პატარაძე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

ზურაბ პატარაძე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

BM.GE