მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ფაშინიანმა და მაკრონმა ჩრდილოეთ-სამხრეთის გზატკეცილზე ბარგუშატის გვირაბის მშენებლობაზე შეთანხმება გააფორმეს
ფაშინიანმა და მაკრონმა ჩრდილოეთ-სამხრეთის გზატკეცილზე ბარგუშატის გვირაბის მშენებლობაზე შეთანხმება გააფორმეს

ფაშინიანმა და მაკრონმა ჩრდილოეთ-სამხრეთის გზატკეცილზე ბარგუშატის გვირაბის მშენებლობაზე შეთანხმება გააფორმეს

BM.GE6 მაისი, 2026, 01:11|bm.ge

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სომხეთში ჩრდილოეთ-სამხრეთის გზატკეცილზე ბარგუშატის გვირაბის მშენებლობაზე შეთანხმება გააფორმეს.

ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ჩრდილოეთ-სომხეთის გზატკეცილი ერთ-ერთი სუპერპროექტია, რომლის რეალიზებაც სომხეთში ხდება, ხოლო ბარგუშატის მონაკვეთი ყველაზე რთულია და მის მშენებლობას განსაკუთრებული უნარები სჭირდება.

"გვჭირდება კომპანიები, რომლებსაც შესაბამისი ცოდნა და უნარები გააჩნიათ ამ სტანდარტების დასანერგად და ამ შემთხვევაში, გზის ამ მონაკვეთის მშენებლობაში ფრანგული კომპანიების ჩართვა, რომლებიც, თავის მხრივ, ადგილობრივ კონტრაქტორებს მიიზიდავენ, მნიშვნელოვან შესაძლებლობებს გააჩენს სომხეთის ეკონომიკაში“, - განაცხადა ფაშინიანმა.

სომხური მედია წერს, რომ გზა ირანიდან საქართველოს საზღვრამდე მანძილს შეამცირებს, რაც სომხეთში გადაადგილებას უფრო სწრაფს გახდის და ახალ სატრანზიტო შესაძლებლობებს შექმნის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE