მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Ferrari-ის პირველი ელექტრომობილი ინვესტორებს არ მოეწონათ
Ferrari-ის პირველი ელექტრომობილი ინვესტორებს არ მოეწონათ

Ferrari-ის პირველი ელექტრომობილი ინვესტორებს არ მოეწონათ

BM.GE26 მაისი, 2026, 18:00|bm.ge

იტალიურმა სპორტული ავტომობილების მწარმოებელმა Ferrari-მ რომში ახალი ელექტრომობილი – Luce (ლუჩე) წარადგინა, რომელიც ბრენდის ისტორიაში პირველი EV-ია და რადიკალურად განსხვავდება მარანელოს საჯინობოში შექმნილი ყველა სხვა ულაყისგან.

ახალი ელექტრომობილი ბრენდისთვის დამახასიათებელი ტრადიციული ესთეტიკისგან მკვეთრად განსხვავდება. მისი დიზაინი იმდენად განსხვავებული და ჩინური ელექტრომობილებისთვის დამახასიათებელია, რომ პრეზენტაციის დღეს ავტოჟურნალისტებმა თუ ენთუზიასტებმა მას “ბრენდის სირცხვილი” და “ენცოს ხსოვნის შებღალვა” უწოდეს.

ტექნიკურ მახასიათებლებს რაც შეეხება, ბრენდის ისტორიაში პირველ 5-ადგილიან ავტომობილს 0-დან 100 კმ/სთ-მდე სიჩქარის განვითარება 2.5 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 310 კოლომეტრს შეადგენს. ელექტრო Luce-ს 1,036 ცხენის ძალა აქვს, რაც მას კომპანიის ისტორიაში ერთ-ერთ უმძლავრეს ავტომობილად აქცევს, თუმცა პრობლემა ის არის, რომ ეს სიმძლავრე ბატარეებიდან მოდის და არც 12-ცილინდრიანი ძრავიდან.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ავტომობილის “არატრადიციულ” დიზაინზე სააგენტო LoveFrom-მა იზრუნა, რომელიც Apple-ის ყოფილმა მთავარმა დიზაინერმა, ჯონი აივმა დააფუძნა. მარტივად რომ ვთქვათ, საავტომობილო ინდუსტრიაში ყველაზე პრესტიჟული ბრენდის პირველი ელექტრომობილი იმ ადამიანმა შექმნა, რომელსაც ავტომობილის დიზაინზე აქამდე არასოდეს უმუშავია.

რაც შეეხება რეაქციას საფონდო ბირჟაზე, სავაჭრო სესიის გახსნის შემდეგ, მილანის საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების ფასი მყისიერად 7%-ით დაეცა, რადგან არც მომხმარებლებს და არც Ferrari-ის ინვესტორებს Luce არ მოეწონათ. მათ უკმაყოფილებას განსაკუთრებით ის ამწვავებს, რომ ამ ელექტრომობილის ფასი $640,000-დან იწყება და ის ზუსტად იმ სამომხმარებლო სეგმენტს უმიზნებს, რომლისთვისაც მთავარი Ferrari-ის ტრადიციულობა, ემოციური გამოცდილება და ბენზინზე მომუშავე აგრეგატია.

როგორც ცხონებული ენცო იტყოდა: „Ferrari ყიდის ძრავას, რომელსაც ავტომობილი უფასოდ მოჰყვება“. სამწუხაროდ, Luce-ს ძრავა არ აქვს – მაშ, რას ყიდის ახლა Ferrari?!

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE