მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Ferrari Luce EV-ის წარდგენამ კომპანიის აქციების 8%-იანი ვარდნა გამოიწვია
Ferrari Luce EV-ის წარდგენამ კომპანიის აქციების 8%-იანი ვარდნა გამოიწვია

Ferrari Luce EV-ის წარდგენამ კომპანიის აქციების 8%-იანი ვარდნა გამოიწვია

BM.GE30 მაისი, 2026, 04:20|bm.ge

ინვესტორებს Ferrari-ის არსებობის ისტორიაში პირველი ელექტრომობილის პრეზენტაცია არ მოეწონათ. რომში გამართულ პრეზენტაციაზე, როცა კომპანიის ხელმძღვანელობამ ახალი Luce (ლუჩე) წარადგინა, საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციები 8%-ით დაეცა, ანუ კაპიტალიზაცია $4.3 მილიარდით შემცირდა. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ცუდი შედეგი აქამდე არცერთი მოდელის წარდგენას არ ჰქონია.

ახალი ელექტრომობილი ბრენდისთვის დამახასიათებელი ტრადიციული ესთეტიკისგან მკვეთრად განსხვავდება. მისი დიზაინი იმდენად განსხვავებული და ჩინური ელექტრომობილებისთვის დამახასიათებელია, რომ პრეზენტაციის დღეს ავტოჟურნალისტებმა თუ ენთუზიასტებმა მას “ბრენდის სირცხვილი” და “ენცოს ხსოვნის შებღალვა” უწოდეს.

ტექნიკურ მახასიათებლებს რაც შეეხება, ბრენდის ისტორიაში პირველ 5-ადგილიან ავტომობილს 0-დან 100 კმ/სთ-მდე სიჩქარის განვითარება 2.5 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 310 კოლომეტრს შეადგენს. ელექტრო Luce-ს 1,036 ცხენის ძალა აქვს, რაც მას კომპანიის ისტორიაში ერთ-ერთ უმძლავრეს ავტომობილად აქცევს, თუმცა პრობლემა ის არის, რომ ეს სიმძლავრე ბატარეებიდან მოდის და არც 12-ცილინდრიანი ძრავიდან.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ავტომობილის “არატრადიციულ” დიზაინზე სააგენტო LoveFrom-მა იზრუნა, რომელიც Apple-ის ყოფილმა მთავარმა დიზაინერმა, ჯონი აივმა დააფუძნა. მარტივად რომ ვთქვათ, საავტომობილო ინდუსტრიაში ყველაზე პრესტიჟული ბრენდის პირველი ელექტრომობილი იმ ადამიანმა შექმნა, რომელსაც ავტომობილის დიზაინზე აქამდე არასოდეს უმუშავია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE