
ინფლაციის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, ვიდრე ხელფასების ზრდა - ფინანსთა მინისტრი
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის მტკიცებით, საქართველოში ხელფასების ზრდა არსებული ინფლაციის ადეკვატურია. მეტიც, როგორც მინისტრმა "ბიზნესპარტნიორში" სტუმრობისას განაცხადა, ინფლაციის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, ვიდრე ეს ზრდა.
"ხელფასები განსაზღვრულია ინდექსაციის მექანიზმის შესაბამისად და მომდევნო წელს იმ ფორმულით, რომელიც კანონმდებლობით არის განსაზღვრული. გაანგარიშება გაკეთებულია, 8,4%-ით გაიზრდება ხელფასები საჯარო სექტორში და ეს მოიცავს 75 000-ზე მეტ პოლიციელს, მაშველებს, ჯარისკაცებს, უსაფრთხოების თანამშრომლებს. ასევე 60 000 პედაგოგს გაეზრდება ხელფასი, ბაგა-ბაღის 40 000 პერსონალსა და მასწავლებელს, კულტურის სფეროში მოღვაწე 35 000 პირს…
მიუხედავად ინფლაციის მაჩვენებლისა, რეალური ხელფასი იზრდება. ბოლო 5 წლის განმავლობაში საშუალოდ 60%-ზე მეტად არის ხელფასები გაზრდილი, ბუნებრივია ინფლაციის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, ვიდრე ეს ზრდა", - განაცხადა ხუციშვილმა.
BM.GE
წყარო: bm.ge