მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ფინეთი ევროპაში პირველი ქვეყანა გახდა, რომელიც ლითიუმის სრულ საწარმოო ციკლს მართავს
ფინეთი ევროპაში პირველი ქვეყანა გახდა, რომელიც ლითიუმის სრულ საწარმოო ციკლს მართავს

ფინეთი ევროპაში პირველი ქვეყანა გახდა, რომელიც ლითიუმის სრულ საწარმოო ციკლს მართავს

BM.GE4 მაისი, 2026, 00:54|bm.ge

ფინეთის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ფინეთი გახდა ევროპაში პირველი ქვეყანა, სადაც ლითიუმის წარმოების სრული ციკლი - მაღაროდან დაწყებული გადამმუშავებელი ქარხნით დამთავრებული განთავსდა.

ქალაქ კაუსტინენში მდებარე "სივაიარვის" ღია კარიერი ბატარეის (აკუმულატორის) ხარისხის ლითიუმის ჰიდროქსიდს აწარმოებს - კრიტიკულ მასალას თანამედროვე ელექტრონიკისთვის, ელექტრომობილებიდან დაწყებული სმარტფონებით დამთავრებული.

ლითიუმზე მოთხოვნას ხშირად მე-20 საუკუნის დასაწყისში ნავთობზე არსებულ მოთხოვნას ადარებენ - ფინეთი კი ევროპაში ლითიუმის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მარაგს ფლობს.

783 მილიონი ევროს ღირებულების პროექტს ფინური სამთო და ბატარეების მასალების კომპანია Keliber Oy მართავს.

მისი აქციების 80%-ს სამხრეთაფრიკული სამთო გიგანტი Sibanye-Stillwater-ი ფლობს, ხოლო დარჩენილი 20% ფინეთის სახელმწიფო კომპანია Finnish Minerals Group-ს ეკუთვნის. ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) პროექტისთვის დამატებით 150 მილიონი ევროს დაფინანსება გამოყო.

კომპანია Keliber-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰანუ ჰაუტალამ განაცხადა, რომ პროექტი აზიიდან და ავსტრალიიდან ლითიუმის იმპორტზე ევროპის დამოკიდებულებას შეამცირებს.

მაღარო სრული დატვირთვით მუშაობას, სავარაუდოდ, ორ წელიწადში დაიწყებს. სატვირთო მანქანები მადანს ახლომდებარე გამამდიდრებელ ქარხანაში გადაიტანენ, სადაც ქვიშის მსგავსი კონცენტრატი დამზადდება. შემდეგ ის გადამმუშავებელ ქარხანაში გადავა, რათა ბატარეის ხარისხის ლითიუმის ჰიდროქსიდი მიიღონ.

Keliber-ის პროექტი 500 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ტერიტორიას მოიცავს და სივაიარვის გარდა, რეგიონში კიდევ ექვსი დამატებითი მაღაროს გახსნას გეგმავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სრულად

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 87 სტატია.

  • ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენიმედი
  • ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა – გათიშვის მიზეზი ჯერ უცნობიანეტგაზეთი
  • სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად გაიხსნაფორმულა
  • გერმანელი ღვინის მაგისტრი კონსტანტინ ბაუმი: განსხვავებული კლიმატური პირობების წყალობით დასავლეთ საქართველოში სრულიად განსხვავებული სტილის ღვინოების წარმოებაა შესაძლებელირუსთავი 2
სრულად →ევროპის →

მსგავსი სტატიები

საწვავი კიდევ 5-10 თეთრით გაძვირდა - რა ღირს ბენზინი/დიზელი გასამართ სადგურებზე?

საწვავი კიდევ 5-10 თეთრით გაძვირდა - რა ღირს ბენზინი/დიზელი გასამართ სადგურებზე?

BM.GE

ჩინეთი საექსპორტო არხების დივერსიფიკაციას ახდენს და აქცენტს შუა დერეფანზე აკეთებს - TCRC

ჩინეთი საექსპორტო არხების დივერსიფიკაციას ახდენს და აქცენტს შუა დერეფანზე აკეთებს - TCRC

BM.GE

Apple-ის კვარტალურმა შემოსავალმა $109.42 მილიარდს გადააჭარბა

Apple-ის კვარტალურმა შემოსავალმა $109.42 მილიარდს გადააჭარბა

BM.GE

სარეცხი ფხვნილი, კბილის პასტა... - ekalata.gov.ge–ზე საყოფაცხოვრებო და ჰიგიენის პროდუქტებიც დაემატა

სარეცხი ფხვნილი, კბილის პასტა... - ekalata.gov.ge–ზე საყოფაცხოვრებო და ჰიგიენის პროდუქტებიც დაემატა

BM.GE